მსოფლიო ჩოგბურთის ტალანტი - ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე?

AutoSharing Option
18 იანვარს, თბილისის დროით 03:00 საათზე, ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალში ერთმანეთს ნიკოლოზ ბასილაშვილი და სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდებიან. ეს ამ ორი ჩოგბურთელის პირველი შეხვედრა იქნება.

სტეფანოს ციციპასმა ავსტრალიის ღია პირველობის პირველ ეტაპზე, რეიტინგში 54-ე ნომერ იტალიელ მატეო ბერეტინის სძლია, შემდეგ მე-200 პოზიციაზე მყოფი სერბი ვიქტორ ტროიცკი დაამარცხა.

სტეფანოსი 20 წლის ბერძენი ჩოგბურთელია, რომელიც რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს. ის არათუ საბერძნეთის, არამედ მსოფლიოს საჩოგბურთო ტალანტად ითვლება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ახალგაზრდებში რეიტინგის პირველი ნომერი იყო. ის, ამავდროულად, პირველი ნომერია საბერძნეთში და
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ის პირველი ბერძენი კაცი ჩოგბურთელია, რომელიც ტოპ 100-ში შევიდა.

მისი პირადი მწვრთნელი მამამისი აპოსტოლოს ციციპასია, რომლის დამსახურებაცაა, რომ ის ჩოგბურთელი გახდა. სხვა შემთხვევაში ის შეიძლება ფეხბურთელი ყოფილიყო, რადგან მისი ბაბუა საბჭოთა ფეხბურთის ლეგენდა და ოლიმპიური მედლის მფლობელი სერგეი სალნიკოვია და როგორც ციციპასი არაერთ ინტერვიუში ჰყვება, თავიდან მის მიყვანას ფეხბურთზე აპირებდნენ.

სტეფანოსმა კარიერის განმავლობაში 2 952 113 დოლარი გამოიმუშავა, მეთხუთმეტე პოზიციას კი 2018 წლის აგვისტოდან იკავებს. პროფესიული კარიერის განმავლობაში მას 51 შეხვედრა აქვს მოგებული და 38-ში არის დამარცხებული. კარიერის განმავლობაში სამჯერ არის ATP-ის ტურნირის ფინალში გასული, წინა წელს პირველ ორ შემთხვევაში ბარსელონასა და კანადის ღია პირველობის ფინალში იასპარეზა, თუმცა ორივე რაფაელ ნადალთან დათმო. მაგრამ ამავდროულად, 2018 წელსვე სტოკჰოლმის ღია პირველობა მოიგო, მან ფინალში ერნესტს გულბისს სძლია.

აღსანიშნავია, რომ ბერძენს ტოპ 10-ში მყოფ ჩოგბურთლებთან 7-ჯერ აქვს გამარჯვება მოპოვებული, მათ შორის - ნოვაკ ჯოკოვიჩთან, ალექსანდრე ზვერევთან და კევინ ანდერსონთან.

2018 წელს მისმა კარიერამ პიკს მიაღწია. შესაბამისად, ის წლის ყველაზე განვითარებად ჩოგბურთის მოთამაშედ დასახელდა. რაც შეეხება მის ფავორიტ სათამაშო ასპარეზს, როგორც ის ამბობს, ეს ბალახია და საყვარელი ტურნირი კი უიმბლდონია.

წელს აქამდე ის სიდნეის პირველობაზე გამოვიდა, მოიგო 1/16-ფინალი მე-80 ნომერ არგენტინელ გუიდო ანდრეოზისთან და 1/8-ფინალი წააგო ჩოგბურთის 37-ე ნომერ იტალიელ ანდრეას სეპისთან.

დაბოლოს, წინა წელი ბასილაშვილისთვისაც და ციციპასისთვისაც გამორჩეული გამოდგა, თუმცა ბუკმეკერები გამოკვეთილ ფავორიტად სტეფანოსს ასახელებენ. ფაქტია, ნიკოლოზ ბასილაშვილს კარიერაში ერთ-ერთი რთული შეხვედრა ელის.

altმორიგი გამარჯვება! - ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის მომდევნო ეტაპზეა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
პირველი არხი ამხელა დაფინანსებას რომ იღებს ბიუჯეტიდან, ბასილაშვილის თამაში მაინც აჩვენოს.
გულშემატკივარი
18 იანვარი 2019 03:47
0
ციციპასი უდავოდ ძლიერი ჩოგბურთელია,მაგრამ ამასთან ერთად ძალიან ემოციურია. თამაში თუ არ წაუვიდა ნერვიულობს ხოლმე.ნიკას შეუძლია მოწინააღმდეგის ამ მინუსის გამოყენება.ბერძენმა ორი კვირის წინ ჰოფმანის თასზე წააგო 68 ჩოგანთან ბრიტანელ კემერონ ნორისთან,სამი თვის წინ წაგებული აქვს ბერანკისთან(110).ნიკას შეუძლია ციციპასის დამარცხება.
გიოშა
17 იანვარი 2019 23:14
2
ნიკოლოზ!!! დაუმტკიცე ბუკმეკერებს,რომ ისინი ცდებიან!!!
ლაშა
17 იანვარი 2019 21:08
2
სამპრასი რა ბერძენი არ იყო? რატომ გვაქვს ასეთი სტერეოტიპები?
გია ჯაში
17 იანვარი 2019 17:34
2
მასეთი ლოგიკით თურქი ჩოგბურთელიც შეგიძლია გაჩითო გიოჯან
gio
18 იანვარი 2019 06:20
0
პიტ სამპრასს, მართალია ბერძნული ფესვები ჰქონდა, მაგრამ ამერიკის მოქალაქე იყო და შესაბამისად საბერძნეთის სახელით არ ასპარეზობდა
123321
17 იანვარი 2019 19:25
1
გამოცდილებით უნდა აჯობოს ნიკოლოზმა და ჩემი აზრით ნიკოლოზი უკეთესი ჩოგბურთელია. წარმატებები ნიკოლოზ
გოგა
17 იანვარი 2019 17:26
5
მე მგონი შანსები თანაბარია, თუმცა გული მიგრძნობს ნიკას გამარჯვება შეუძლია, წარმატებას გისურვებ ნიკოლოზ!
ლეო
17 იანვარი 2019 16:40
1
რუსული წარმომავლობა ქონია; არ გამიკვირდაა,ბერძენი და ჩოგბურთელი?
შენ უფრო ძლიერი ხარ ნიკოლოზ,მთავარია აუღელვებლად ითამაშე,მთელი კონცენტრაციით! მთელი საქართველო შენ გვერდითაა!
gio
17 იანვარი 2019 15:41
3
კარგი იქნებოდა , რომ დაგეწერათ მისი ოჯახის
საქართველოსთან კავშირს შესახებ!!!
დათო
17 იანვარი 2019 15:34
0
ზრდილობა რა შუაშია???დესპანი ხომ არ გამომეგზავნა კიდევ???მაინტერესებს რა კავშირები აქვს საქართველოსთან და თუ გვკადრებ დაწერე ბოლომდე
აბგდ
17 იანვარი 2019 17:53
5
ზრდილობა არა???!!! იქნებ თქვენობით მოგემართათ!!!
დათო
17 იანვარი 2019 17:19
5
ყველა გამოხმაურება
მიდი ნიკოლოზ, მთავარია კონცენტრაცია ფსიქოლოგია დანარჩენი ყველაფერი ადგილზე გაქვს.
შეგიძლია მოგება....
ირაკლიუსი
17 იანვარი 2019 14:44
1
დანარჩენი ადგილზე გაქვსო და ,,დანარჩენ'' სად უნახე? :) :დდდ
ნათია
17 იანვარი 2019 21:30
7
დედამისი იულია სალნიკოვა სსსრ კავშირის ნაკრები გუდის წევრი იყო ჩოგბურთში
zz
17 იანვარი 2019 14:42
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული