ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია!

AutoSharing Option
რამდენიმე წუთის წინ მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის ფინალური მატჩი დასრულდა, სადაც მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი სამ სეტში 6:3, 6:2, 6:3 დაამარცხა.

სერბი ჩოგბურთელი უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა.

ჯოკოვიჩმა ხუთი ბრეიქი შეასრულა, ნადალმა კი მეტოქის მოწოდებული გეიმი არცერთხელ მოუგია.

ეს ამ ჩოგბურთელების 53-ე დაპირისპირება იყო, ბალანსი კი ნოვაკის სასარგებლოდაა - 28:25.

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა მეშვიდედ მოიგო, ბოლოს მან ამ ტიტულის მოპოვება 2017 წელს მოახერხა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგრამ კორდზე სულ სხვაა ნადალი.
ფენომენო
27 იანვარი 2019 16:29
2
მოიგოდა თან როგორ .დდ ნეტა თუ გვეყოლება ეგეთი ვინმე როდესმე.
zaza
27 იანვარი 2019 15:04
4
კარგია რომ იოცნებოთ, ზუსტად ეგეთი არა მაგრამ ნიკოლოზს ბასილაშვილს ნამდვილად შეუძლია პირველი ჩოგანი გახდეს.
ზვიადი
27 იანვარი 2019 18:48
1
გილოცავ ძმაო
დონ გაგა
27 იანვარი 2019 14:58
1
რათქმაუნდა! ჯოკოვიჩს ჰარდზე ნადალე ვერ შეედრება
ილარიონი
27 იანვარი 2019 14:58
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული