ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა

AutoSharing Option
27 თებერვალს, დუბაის ტურნირის 1/8-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაძაბულ ბრძოლაში მსოფლიოს მე-18 ჩოგანი, ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი სამ სეტში 6:7(2:7), 6:4, 6:3 დაამარცხა.

აქამდე ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ გამარჯვება ესპანელმა მოიპოვა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 2 887 895 დოლარია, ამ შეხვედრაში გამარჯვებით კი ნიკოლოზმა 90 სარეიტინგო ქულა და 75 170 დოლარი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, პირველ წრეში ქართველმა კარენ ხაჩანოვს ორ სეტში მოუგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე ბორნა ჩორიჩსა და ტომას ბერდიხს შორის გამარჯვებული იქნება.

მკითხველის კომენტარები / 34 /
იქნებ ვინმემ იცოდეს სად შეიძლება შეხვედრის ყურება ?
123
28 თებერვალი 2019 16:47
0
ამ ბიჭის ყურება ერთი სიამოვნებაა, ძალიან მალე ტოპ 10 დაიდება, დატკბით!
Lifestyle
28 თებერვალი 2019 15:42
0
ამ ბიჭის თამაში არ უნდა გვაყურებინონ დღეს? ბევრი გვყავს საქართველოში ასეთი დონის სპორსმენები?(:(
გოგა
28 თებერვალი 2019 13:02
0
ასე არ ჯობია ნიკოლოზ.ხომ ხედავ საქართველო როგორი გახარებულია შენი წარმატებით.მომავლშიც კარგ თამაშს და წარმატებულ გამოსვლას გისურვებ.
გიოშა
28 თებერვალი 2019 12:00
0
ნიკოლოზ გილოცავ გამარჯვებას!!! შენ ახლა ისეთი დონის ჩოგბურთელი ხარ რომ ნამდვილად შეგიძლია ამ ტურნირის მოგება. მთავარია ცოტა იღბალი და საკუთარი ძალების რწმენა. ფედერერიც ის ფედერერი აღარაა და რა ვიცი, რა ვიცი ...
წარმატებას გისურვებ!!!
მალხაზი
28 თებერვალი 2019 11:35
0
ყოჩაღ ნიკა!!! დღე და ღამე შრომა და ვარჯიში არასოდეს იკარგება, ძალიან მაგარი ხარ და დიდი მადლობა!!!
ქართველი ადამიანი
28 თებერვალი 2019 10:45
0
სად ხართ პროფესიონალები?! ჩასაფრებულები რომ ელოდებით ნიკას ყველა წაეუმატებლობას?
Semi
28 თებერვალი 2019 08:51
1
რა მნიშვნელობა აქვს ვის ხვდება ნიკა? ამ ტურნირის ჩემპიონს თუ მოუგო ესე იგი ჩემპიონობაც შეუძლია. წარმატება ახლა უკვე ფინალში გასვლა და მისი მოგებაა. ნიკა აბა შენ იცი გაგვახარე!!!
Geo_Dinamo
28 თებერვალი 2019 03:05
0
როგორი ემოციური ხალხი ვართ ეს სპორტის გულშემატკივრები, როგორ გვიხარია მოგება და წაგებას ვერ ვიტანთ :)))) აწი სულ წინსვლა და
სულ გამარჯვებები გვქონოდეს ყველა სახეობებში!!!!!
ირაკლიუსი
28 თებერვალი 2019 02:03
1
ბორნა ჩორიჩს ხვდება ნიკა!!! ბერდიხს მოუგო: 1:6, 6:1,7:6. ალბათ ჯობდა ბერდიხს შეხვედროდა!!! წარმატება ნიკას!!!
დათო
27 თებერვალი 2019 23:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული