ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბორნა ჩორიჩთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 თებერვალს, დუბაის ტურნირის 1/4 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-13 ჩოგანთან, ხორვატ ბორნა ჩორიჩთან 6:4, 2:6, 6:7 დამარცხდა.

აქამდე ისინი ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორჯერ ქართველმა იმარჯვა, ორჯერ კი ხორვატმა.

იქამდე ბასილაშვილმა კარენ ხაჩანოვი და ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული რობერტო ბაუტისტა აგუტი დაამარცხა.

მან ტურნირზე 45 სარეიტინგო ქულა და 75 170 დოლარი გამოიმუშავა და მსოფლიო რეიტინგში მე-18 ადგილზე გადავიდა.

ჩორიჩი ნახევარფინალში როჯერ ფედერერს შეხვდება.

დუბაის ტურნირის საპრიზო ფონდი 2 887 895 დოლარია.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ერთ მომენტში როდესაც აუტი თვალნათელი იყო ჩორიჩმა მაინც გამოიყენა ვიდეოგამეორება.....ის იყო გადამწყვეტი მომენტი,ნიკა მოიშალა რაღაცნაირად....მე ნაკლებად ვერკვევი ჩიგბურთში მაგრამ ფსიქიკაზე იმოქმედა იმ დროს ჩორიჩმა იქ აუტი ნათელი იყო.....ნიკამაც უნდა იხმაროს ასეთი ხერხები
ზურა
01 მარტი 2019 10:03
3
თამაშს ვერ ვუყურე. მაგდენი ნერვიულობა არ შემიძლია. ისე ძალიან მაგრად დამწყდა გული! მეგონა უშანსოდ მოუგებდა... ეხ რას იზამ? შემდგომში ვუსურვებ ჩვენს ნიკოლოზს ესახელებინოს საქართველო.
aburjga
01 მარტი 2019 10:02
4
ეს ვიღაც 3 კაცი? სულ დისლაიქებს მიწერენ. სულ ერთია რაზეც არ უნდა გამოვთქვა აზრი, კარგი თუ ცუდი, ამათთვის სულერთია! ნეტავ რა უნდათ რატომ გადამეკიდნენ?! )))
aburjga
01 მარტი 2019 16:35
0
სტაბილურობა აკლია ნიკას,ხასიათშიც და თამაშშიც და კიდევ,თუ ბადესთან ხანდახან მაინც არ გახვედი,მეტოქე ეგუება შენს თამაშს და კიდევ უფრო ჭირს მოგება.არა და პირველი ჩაწოდებაც კი რომ დაასტაბილუროს,უკვე ათეულს ეყოფა.დარწმუნებული ვარ.თუმცა ეს სათქმელად არის იოლი.საქმეში კი, ჯოჯოხეთური შრომა სჭირდება ამას.
სოსო
01 მარტი 2019 09:22
3
კარგი ჩოგბურთელია მაგრამ ბადესთან გასვლა ძალიან უჭირს,გეგონება ბადესთან მგელი იყოს დაბმული. თუ ეს კომპონენტი გამოასწორა ტოპ 10 ეულში შევა
ბასილა
01 მარტი 2019 09:16
1
გეთანხმებით, მაგრამ ბადესთან გასვლის წინაპირობაა ძლიერი ჩაწოდება!!! წინა შეხვედრაში 19 ეისი ქონდა, ამ შეხვედრაში კი თითქმის ნახევარი!!! პირველი ჩაწოდებით მოგებული გათამაშების პროცენტული მაჩვენებელი ნიკას ნაკლები ქონდა ვიდრე ჩორიჩს, ზუსტად ამის გამო ვერ მოიგო შეხვედრა!!! მეორე ჩაწოდებით კი ანალოგიური მაჩვენებელი უკეთესი აქვს!!! ცოტა ხანში, 4 მარტს იწყება ინდიანა-უელსის მასტერსი!!! წარნატებები მინდა უსურვო ნიკას და მის ყველა გულშემატკივარს!!!
დათო
01 მარტი 2019 13:58
0
გეთანხმებით, მაგრამ ბადესთან გასვლის წინაპირობაა ძლიერი ჩაწოდება!!! წინა შეხვედრაში 19 ეისი ქონდა, ამ შეხვედრაში კი თითქმის ნახევარი!!! პირველი ჩაწოდებით მოგებული გათამაშების პროცენტული მაჩვენებელი ნიკას ნაკლები ქონდა ვიდრე ჩორიჩს, ზუსტად ამის გამო ვერ მოიგო შეხვედრა!!! მეორე ჩაწოდებით კი ანალოგიური მაჩვენებელი უკეთესი აქვს!!! ცოტა ხანში, 4 მარტს იწყება ინდიანა-უელსის მასტერსი!!! წარნატებები მინდა უსურვო ნიკას და მის ყველა გულშემატკივარს!!!
დათო
01 მარტი 2019 13:38
0
მესამე სეტი 4:1 დან რო გაუთანაბრა ვიფიქრე მოიგებს უეჭველითქო,მაგრამ თითქოს ძალა არ ეყო. არაუშავს ნიკოლოზ კარგი ხარ
გოგა
01 მარტი 2019 08:36
3
ძალიან უპასუხისმგებლოდ თამაშობს, თითქოს არ უნდა თამაში,თითქოს ეს უკვე ითამაშა.... მოკლედ ბევრი რომ არ გავახურო დღეს ნიკა ძალიან ცუდათ მოიქცა ხაზს ვუსვავ-მოიქცააა!
halagaji
01 მარტი 2019 07:45
24
ცოტა გადაღლილი მეჩვენა
შაკო
01 მარტი 2019 14:23
0
უფრო ხშირად უნდა გავიდეს ბადესთან და ბევრად მარტივად აიღებს ქულებს ვიდრე უკანა ხაზიდან დარტყმებით... ჩორიჩი ძალიან მაგარი ბიჭია, რომელსაც ჯოკოს გარდა ყველასთან აქვს შანსი!
Musenbezi
01 მარტი 2019 03:39
0
დღეს ნამდვილად არ გავბრაზებულვარ ნიკას თამაშზე,პირიქით ეხლა დავრწმუნდი რო მას უფრო მეტი შეუძლია და მიაღწევს კიდეც, მინიმუმ ათეულში მოხვედრა გარანტირებულია.
ნიკოლოზ მაგარი ხარ!
01 მარტი 2019 02:06
5
აუ რა გამიტყდა, ვსო შანსი არაა არ დამეძინება ამაგამ.
ემირი
01 მარტი 2019 01:40
3
რა შეხვედრა წააგო გული კინაღამ გამისკდა. მეორე სეტში გატყდა მერე თითქოს დაბრუნდა მარა... ძაან დამწყდა გული.
d
01 მარტი 2019 01:12
3
....ძალიან!!!
დათო
01 მარტი 2019 02:02
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული