"ინდიან უელსი" იწყება - ვის შეხვდება ნიკოლოზ ბასილაშვილი

AutoSharing Option
დღეს, 7 მარტს, კალიფორნიაში სტარტს აიღებს "ინდიან უელსის" ტურნირი, რომელზეც ქართველი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მე-18 ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილიც ითამაშებს.

27 წლის ქართველი ასპარეზობაში მეორე წრიდან, 1/32-ფინალიდან ჩაერთვება და მისი პირველი მეტოქე ინდოელ პრაინეშ გუნესვარანსა (97-ე ადგილი ATP-ის რეიტინგში) და ფრანგ ბენუა პერის (69) შორის გამარჯვებული იქნება.

1/16-ფინალში გასვლის შემთხვევაში, ბასილაშვილი შესაძლოა ხორვატ ბორნა ჩორიჩს (11), 1/8-ფინალში - ავსტრიელ დომენიკ ტიემს (8), მეოთხედფინალში კი მსოფლიოს პირველი ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდეს.

"ინდიან უელსს" ტრავმის გამო დააკლდება ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული, მსოფლიოს მე-5 ჩოგანი,
არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო.

რაც შეეხება წინა წლებში "ინდიან უელსზე" ბასილაშვილის გამოსვლებს, შარშან ის ტურნირს პირველივე წრეში, ამერიკელ ტენის სანდგრენთან მატჩში მიღებული ტრავმის გამო გამოეთიშა, 2017 წელს კი ასევე პირველ წრეში, ბარბადოსელ დერიენ კინგთან 5:7, 5:7 დამარცხდა.

პირველი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, 27 წლის ქართველი 47 170 აშშ დოლარს და 45 სარეიტინგო ქულას მიიღებს, გათამაშების მთლიანი საპრიზო თანხა კი მიმდინარე წელს 9 035 428 აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 28 თებერვალს ბასილაშვილი დუბაის "მასტერსის" მეოთხედფინალში ბორნა ჩორიჩთან დამარცხდა (6:4, 2:6, 6:7).

მკითხველის კომენტარები / 5 /
ალბათ ბენუა პერს შეხვდება და წესით უნდა გაიაროს!!! ჩორიჩმა ივო კარლოვიჩს ან ებდენს უნდა მოუგოს, რაც არც ისე მარტივი იქნება!!! ჯოკოვიჩს შეიძლება შეხვდეს 1/4 ფინალში და არა1/8 !!! ჩემი აზრით კარგ ბადეში მოხვდა!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
15:19 07-03-2019
2
ინდოელს ხვდება 10 მარტს, რომელმაც ბენუა პერი ორ სეტაში, 7:6,6:4, დაამარცხა!!! რაც შეეხება ჩორიჩს, ის შეხვდება ივო კარლოვიჩს, რომელმაც ასევე ორ სეტში, 7:6,7:6, დაამარცხა ებდენი!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
14:58 08-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული