სერენა უილიამსი ტრავმის გამო მაიამის მასტერსიდანაც მოიხსნა

AutoSharing Option
ფოტო: twitter.com/WTA
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა სერენა უილიამსმა ტრავმის გამო ნაადრევად ზედიზედ მეორე ტურნირი დაასრულა.

მაიამის ღია პირველობის მესამე წრეში უილიამსს ჩინელი ციან ვანის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, თუმცა სერენას ტურნირიდან მოხსნის მიზეზი მარცხენა მუხლის ტრავმა გახდა.

მარცხენა მუხლის გამო გამოეთიშა უილიამსი "ინდიან-უელსის" გათამაშებასაც, სადაც მესამე წრეში ესპანელ გარბინიე მუგურუსასთან დაწყებული მატჩი ვერ დაასრულა.

ციან ვანის შემდეგი მეტოქე მისივე თანამემამულე იაფან ვანი ან ამერიკელი დანიელ კოლინსი იქნება.

სერენა უილიამსის ბოლო მოგებული ტურნირი 2017 წლის ავსტრალიის ღია პირველობა გახდა, სადაც ლეგენდარულმა ამერიკელმა
კარიერაში 23-ე "დიდი სლემი" მოიგო. ამჟამად WTA-ს რეიტინგში უილიამსი მე-10 პოზიციაზე იმყოფება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული