მაიამის ღია პირველობა: ნიკოლოზ ბასილაშვილი ფელიქს ოჟე-ალიასიმთან დამარცხდა

AutoSharing Option
მაიამის ღია პირველობის მეოთხე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი (17) 18 წლის კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან (57) 6:7, 4:6 დამარცხდა.

ბასილაშვილმა აქამდე მიშა ზვერევს (75) 6:3, 6:2 და რობინ ჰაასეს (65) სძლია.

ნიკოლოზი პირველად გავიდა ამ ტურნირის 1/8 ფინალში და მიუხედავად წაგებისა, რეიტინგში ჯერჯერობით მე-17 ადგილზეა.

მეოთხედფინალში ოჟე-ალიასიმი ბორნა ჩორიჩსა და ნიკ კირიოსს შორის გამარჯვებულს შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 21 /
ეს კანადელი 57-ე იმოტომაა,რომ ჯერ 18 წლისაა; დაიმახსოვრეთ,წლის ბოლოს ათეულში იქნება და თუ ტრამვებმა არ შეუშალა ხელი მომავალში საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწევს.
ნიკაც მოუმატებს,კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს.
gio
27 მარტი 2019 01:03
3
ამდენი ორმაგი შეცდომა ჩაწოდებაზე ტოპ 100-ის არც ერთ მოთამაშეს მთელი წლის მანძილზე არ ექნებოდა. ამ კანადელმა საკვალიფიკაციოდან დაიწყო და ბასილაშვილზე 2-ით მეტი თამაში ითამაშა, გაითვალისწინეთ რომ 18 წლისაა და ფიზიკურადაც სუსტია და წესით უფრო დაღლილი უნდა ყოფილიყო, ამ კანადელს თუ ვერ მოუგებ აბა ვის უნდა მოუგო რა ტოპ 10 მაგ ტოპ 10-ის ხალხი ბასილაშვილს კორტზე სახალხოდ შეჭამს პირდაპირ ეთერში
irakli
27 მარტი 2019 00:49
8
რა შუაშია ასაკი? 17 წლის ბეიკერმა უიმბლდონი მოიგო. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.უნდა წაეგო და წააგო. ბასილაშვილის 17 ადგილიც დროებითია.წლის ბოლოს 50 არ იქნება.ჩაწოდება მაგან არ იცის და ბადესთან თამაში და აწი ვერარც ისწავლის.გვიანია
ზაზა
26 მარტი 2019 23:39
16
ბეიკერი კი არა ბორის ბეკერი იყო
mindia
27 მარტი 2019 01:53
0
ასაკი არაფერ შუაშია.ამ ასაკში ბეიკერი,ნადალი და სხვები დიდი სლემის ტურნირებს იგებდნენ.უბრალოდ მოგებული სეტი გაანიავა უყურადღებობით.საერთოდ არ წაუვიდა პირველი მოწოდება.მეორე სეტი უჯიგროდ ჩაატარა.ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს ვფიქრობ.
j.ch.
26 მარტი 2019 23:21
2
გიჟია???DDDDD
paata
27 მარტი 2019 00:38
0
ნაიკია სპონსორი , ნაიკი ტყუილად არავის ასპონსორებს)
dv
26 მარტი 2019 23:12
1
არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ,თუ როგორ უნდა დამარცხდე 18 წლის ბავშვთან,პირდაპირ სასწაული ჭირს ნიკას რა,არ ვიცი რა ხდება მისთავს,ეს ყველაფერი ნევრების მომშლელია ჩვენთვის.
roma
26 მარტი 2019 22:41
14
ამ 18 წლის ბავშვმა ამ ტურნირზე, რუდის შემდეგ, ჯერ ფუჩოვიჩი დაამარცხა, შემდეგ ხურკაჩი, რომელმაც , წინა ინდიანა-უელსის მასტერსის გამარჯვებული, ტიმი გამოთიშა ასპარეზობას!!! წინა ტურნირზე( ინდიანა -უელსი) კი ციციპასს მოუგო!!!
დათო
26 მარტი 2019 23:05
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული