საქართველოს ისტორიაში პირველად! - ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-17 ჩოგანია

AutoSharing Option
ATP-მ ვაჟ ჩოგბურთელთა ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ორი პოზიციით დაწინაურდა და სიის მე-17 ადგილზე იმყოფება.

საქართველოს პირველი ჩოგანის ანგარიშზე 1930 სარეიტინგო ქულაა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის კარიერის მანძილზე ეს მისი საუკეთესო მაჩვენებელია. აქამდე ATP-ს სიაში ყველაზე მაღალ საფეხურზე, მე-18 ადგილზე ბასილაშვილი მიმდინარე წლის 11 მარტს იმყოფებოდა.

გარდა ამისა, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს ყველაზე მაღალი შედეგია, რაც კი ქართველმა ჩოგბურთელმა მიაღწია.

სიის მე-18 ადგილზე მყოფ იტალიელ ფაბიო ფონინის 1885 ქულა, მე-16 ადგილზე მყოფ იტალიელს მარიო ჩე
კინატოს კი 2021 ქულა აქვს.

სიის პირველ სამ პოზიციას ცვლილებები არ შეხებია - პირველ ადგილზე კვლავ სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია (11070), მეორეზე - ესპანელი რაფაელ ნადალი (8725), მესამეზე კი გერმანელი ალექსანდრ ზვერევი (6040).

ATP-ის სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
მონტე-კარლოში თამაშობს 13.04 დან
jumber
10:54 02-04-2019
0
მონტე-კარლოში თუ გამოდის დაწერეთ რა.
sportalls
18:29 01-04-2019
0

სიახლეები პოპულარული