ფინალამდე ბოლქვაძემ ჩეხი ანასტასია დეტიუკი (4:6, 6:4, 6:2), კამბოჯელი ანდრეა კამი (6:3, 6:0), მეორე ნომრად განთესილი სერბი დეიანა რადანოვიჩი (6:3, 3:6, 6:2) და დიდიბრიტანელი ედენ სილვა (6:2, 6:4) დაამარცხა.
ობიდოშში კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშა. სოფია შაფათავამ 1/16-ფინალში გერმანელ ვივიენ ჰაიზენს სძლია - 7:6, 7:6, თუმცა მომდევნო ეტაპზე ვერაფერი გააწყო მეექვსე ნომრად განთესილ ჩეხ ბარბორა სტეფკოვასთან -
2:6, 3:6.
მომზადებულია sportstat.gov.ge-ს მიხედვით