3 ოპერაციის შემდეგ ანა ტატიშვილი დიდ ჩოგბურთს უბრუნდება

AutoSharing Option
ონლაინგამოცემა tennis life აქვეყნებს სტატიას 5 ქალ ჩოგბურთელზე, ვის დაბრუნებასაც უნდა მიადევნონ თვალი ჩოგბურთის მოყვარულებმა.

ამ სიაში წარმოშობით ქართველი, ამჟამად აშშ-ის მოქალაქე ანა ტატიშვილიც მოხვდა.

გთავაზობთ სტატიის იმ ნაწილს, რომელიც ანა ტატიშვილს ეხება:

"საქართველოში დაბადებული ანა ტატიშვილი, რომელიც ახლა აშშ-ის მოქალაქეა, კორტზე 2017 წლის ოქტომბრის შემდეგ არ გვინახავს. ის ბოლოს სამტერის (ქალაქი სამხრეთ კაროლინის შტატში) ტურნირზე თამაშობდა, სადაც მეოთხედფინალი დაძლია, თუმცა ნახევარფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა ტრავმის გამო ვეღარ მიიღო.

29 წლ
ის ანა ტატიშვილი მსოფლიო რეიტინგის ტოპ-50 ჩოგბურთელს შორის 2012 წელს მოხვდა, ის ზუსტად 50-ე ჩოგანი იყო.

2018 წლის იანვარში ტერფზე მესამე ოპერაცია გაიკეთა და როგორც ჩანს, ის დაბრუნებასთან ახლოს არის.

მისი სპეციალური რეიტინგის ვადა 2019 წლის 24 ივნისს იწურება.

ტატიშვილი, რომელსაც არანაირი სარეიტინგო ქულა არ გააჩნია, პრაღაში დარეგისტრირდა შენახული რეიტინგით - 107-ე ჩოგანი მსოფლიოში.

თუმცა, პრაღის ტურნირზე წააგო და საფრანგეთის ღია ჩემპიონატამდე არსად დარეგისტრირებას არ აპირებს, რადგან შენახული რეიტინგით საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე ძირითად ბადეში ხვდება".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული