13 მაისს, მადრიდის მასტერსის დასრულების შემდეგ პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ (ATP) განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთი პოზიციითაა დაქვეითებული და მე-18 ადგილს იკავებს.
ნიკოლოზი ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წინა წელსაც ანალოგიური შედეგი დააფიქსირა, მას სარეიტინგო ქულები არ დაკლებია, თუმცა ფრანგი გაელ მონფილსის დაწინაურების გამო ერთი საფეხურით დაქვეითდა.
რეიტინგს კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩი ლიდერობს, მეორე პოზიციას რაფაელ ნადალი იკავებს, მესამე კი როჯერ ფედერერია. ათეული კი ასე გამოიყურება:
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) - 12 1360
2(2).
3(3). როჯერ ფედერერი (შვეიცარია) - 5 770
4(5). დომინიკ ტიმი (ავსტრია) - 4 845
5(4). ალექსანდერ ზვერევი (გერმანია) - 4 745
6(7). კეი ნიშიკორი (იაპონია) - 3 860
7(9). სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) - 3 790
8(6). კევინ ანდერსონი (ს. აფრიკა) - 3 755
9(8). ხუან მარტინ დელ პოტრო (არგენტინა) - 3 145
10(11). მარინ ჩილიჩი (ხორვატია) - 3 025
ნიკოლოზ ბასილაშვილი 12 მაისს რომის მასტერსზე ჩაერთო, სადაც პირველ შეხვედრაში უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე მიხაილ კუკუშკინსა და ლასლო დიერეს შორის გამარჯვებულს შეხვდება.