ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც რომის მასტერსზე წყვილთა თანრიგში მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად ასპარეზობდა, ავსტრალიელ ჯონ პირსისა და ფინელი ჰენრი კონტინენის წყვილთან ორ სეტში - 5:7, 3:6 დამარცხა.
ბასილაშვილი-ალბოტის წყვილმა პირველი სეტის მეხუთე გეიმი დააბრეიქა, თუმცა საბოლოოდ ვერცერთი სეტის მოგება ვერ მოახერხა.
ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პირველი ჩოგანი ასპარეზობას ერთეულთა თანრიგში გააგრძელებს, სადაც მისი მეტოქე სერბი ლაზლო დიერე იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 32-ე პოზიციას იკავებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ლაზლო დიერეს მატჩი 14 მაისს, 13:00 საათზე დაიწყება.