საქართველოს პირველი ჩოგანი ეკა გორგოძე უიმბლდონის ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჰოლანდიელ არანჩა რუსთან 3:6, 3:6 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
ეკამ პირველ წრეში უნგრელ ანა ბონდარს 7:6, 7:6 სძლია.
გათამაშებას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა მარიამ ბოლქვაძე, რომელიც უკრაინელ ანჟელინა კალინინასთან 4:6, 4:6 დამარცხდა.