ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა მსოფლიოს მეხუთე ჩოგანთან, ალეკსანდრ ზვერევთან 6:4, 4:6, 7:6 (7:5) და ფინალში მისი მეტოქეც გაირკვა - 21 წლის რუსი ანდრეი რუბლევი.
რუბლევმა 1/2 ფინალში ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას 4:6, 7:5, 6:1 მოუგო.
ის მსოფლიოს 78-ე ჩოგანია, ბასილაშვილს კი აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდა - წელს დოჰას ტურნირზე ქართველმა 6:3, 6:4 დამარცხა.
ფინალი 28 ივლისს თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.