ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა 3 სეტში დაამარცხა ანდრეი რუბლევი და ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

პირველ სეტში ნიკოლოზმა რუსი 7:5 დაამარცხა. მეორე სეტში, კი  სამწუხაროდ 4:6 დამარცხდა.

მესამე სეტში, კი 1-ით მეტი ბრეიკი შეასრულა და მეტოქე 6:3 დაამარცხა.  აღსანიშნავია, ეს ნიკოლოზისა და ანდრეის მეორე შეხვედრა იყო და ორივეში ქართველმა იმარჯვა.

ნიკოლოზამდე ჰამბურგის შეჯიბრი ზედიზედ მეორედ ბოლოს როჯერ ფედერერს ჰქონდა მოგებული.

ამ გამარჯვებით ნიკა მსოფლიო რეიტინგში ადგილს შეინარჩუნებს და პლუს, საპრიზო თანხად 354 854 ევროს მიიღებს.


მკითხველის კომენტარები / 33 /
ბრავო მაესტრო!!!არ შემიძლია, რომ არ დავწერო!!! შარშან როდესაც ნიკა იბრძოდა ჰამბურგში, მე გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში ვებრძოდი...!!! ნიკას ყოველმა თამაშმა და საბოოლოო განარჯვებამ , მე გადამატანინა ჩემი ბრძოლის პირველი ეტაპი!!! ეს ადამიანი არის გმირი და მადლობა მას!!! ყველა ნიკას გულშემატკივარს პატივს გცემთ და მიყვარხართ!!! გილოცავთ!!!
დათო
16:28 28-07-2019
1
ნიკა ჰამბურგერი
ლაშა
16:29 28-07-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული