ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ნიკ კირიოსმა (52) ჩოგბურთის სამყაროს კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ფრაზა აჩუქა და მთავარ მსაჯს "ხელებ და ფეხებმიბმული კარტოფილი" უწოდა.
უნიჭიერესმა ჩოგბურთელმა, მართალია, ფრანგი ჟილ სიმონი (33) ვაშინგტონის "სიტი ოუფენზე" 2 სეტში (6:4, 7:6) დაამარცხა, თუმცა აგრესიის გაკონტროლება მაინც ვერ შეძლო.
კირიოსის მსგავსი საქციელის მიზეზი ის გახლდათ, რომ თავის მატჩბოლზე ნიკმა "ჩელენჯი" (კომპიუტერით შემოწმება, ბურთი ჩავარდა თუ არა) მოითხოვა, მსაჯმა კი მას უარი უთხრა. ამის შემდეგ ავსტრალიელმა შეხვედრის არბიტრ ფერგიუსონ მერფის დებატები გაუმართა, თუმცა, უშედეგოდ. კირიოსმა შეხვედრა 2 გათამაშების შემდეგ
მაინც მოიგო, თუმცა მსაჯს ხელი არ ჩამოართვა და ზევით აღნიშნული ეპითეტითაც მატჩის დასრულების შემდეგ შეამკო.
აღსანიშნავია ის, რომ მერფიმ კირიოსს შეხვედრის მიმდინარეობისას გაფრთხილება ჩოგნის გატეხვის გამო მისცა. ცუდია, რომ ასეთი ნიჭის მქონე ჩოგბურთელი დროსა და ენერგიას არასაჩოგბურთო დეტალებში ხარჯავს. თუმცა ეს შეხვედრა მოიგო და შემდეგ წრეში იაპონელ იოშიჰიტო ნიშიოკას (77) შეხვდება.
მომზადებულია sports.yahoo.com-ის მიხედვით