
სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის სახელით მოასპარეზე ნიკ კირიოსი (4:6, 6:3, 6:4, 7:6) დაამარცხა და ტურნირის ტრიუმფატორი ზედიზედ მეოთხედ გახდა.
"ნოლემ" აღნიშნული ტურნირი მეშვიდედ მოიგო. მის ანგარიშზე 21 დიდი სლემის ტიტულია. სერბს მხოლოდ რაფაელ ნადალი უსწრებს, ესპანელმა მატადორმა გრანდ სლემის მოგება 22-ჯერ მოახერხა, "უიმბლდონის" მიმდინარე გათამაშებას კი ტრავმის გამო გამოეთიშა.