ნიკოლოზ ბასილაშვილი ალეკსანდრ ზვერევთან ტაი-ბრეიკში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 აგვისტოს, მონრეალის მასტერსის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი (16) მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანთან, ალეკსანდრ ზვერევთან დამარცხდა.

შეხვედრა ლამის სამი საათი გაგრძელდა და ბასილაშვილი მეტოქესთან ანგარიშით 5:7, 7:5, 6:7 დამარცხდა.

ზვერევმა ჰამბურგის ტურნირის ნახევარფინალში წაგებისთვის დაძაბულ ბრძოლაში რევანში აიღო.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ბასილაშვილმა პირველ წრეში სერბ დუშან ლაიოვიჩს (28) 3:6, 6:4, 6:4, ხოლო მეორეში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (35) 2:6, 6:2, 6:3 მოუგო.

მეოთხედფინალში ზვერევი ოჟე ალიასიმსა და კარენ ხაჩანოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება.


alt
-ბრეიკში დამარცხდა [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />ალექსანდრ ზვერევი: მონრეალში არასდროს წამიგია
მკითხველის კომენტარები / 12 /
ასეთია ბასილაშვილი თავისი პირველი მოწოდებით,აგრესიული თამაშით რომელსაც ლამაზ გათამაშებებთან ერთად ბევრი უნებლიე შეცდომებიც ახლავს.ამაზე უკეთესი ჩვენ არა გვყავს ამიტომ ვუგულშემატკივროდ.თან მაგარი პატრიოტი.მარტო ის რად ღირდა ჰამბურგის მოგების დაჯილდოვებაზე ქართულად რომ მოგვმართა.
ამაშია საქმე
12:57 10-08-2019
0
ნიკა, ვამაყობთ შენი კაცობით და ქართველობით, გული არ გაიტეხო, გვიყვარხარ და გისურვებთ მომავალ წარმატებებს....
გიორგი48
13:32 09-08-2019
0

სიახლეები პოპულარული