
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ATP-ს რეიტინგში დაქვეითდა და ახლა მსოფლიოს მე-18 ჩოგანი გახლავთ.
რეიტინგში ნიკოლოზის საუკეთესო შედეგი მე-16 პოზიცია გახლდათ. მოახლოებულ ტურნირებზე ბასილაშვილს ქულების დაცვა მოუწევს. პირველ ჯერზე ეს ამერიკის ღია ჩემპიონატზე უნდა გააკეთოს, სადაც შარშან მე-4 წრეში გავიდა.
ამერიკის ღია ჩემპიონატის შემდეგ შანხაის ტურნირი მოდის. აი, იქ ნიკოლოზს 500 სარეიტინგო ქულა აქვს დასაცავი, რადგან შარშან გამარჯვებული გახდა და ფინალში ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა.