US OPEN: მარიამ ბოლქვაძე პლიშკოვასთან დამარცხდა - ახლა მთავარია, პროგრესი არ შეწყვიტოს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში 21 წლის მარიამ ბოლქვაძე (151) მსოფლიოს მესამე ჩოგანთან, ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან 1:6, 4:6 დამარცხდა.

27 წლის პლიშკოვა, რომლის სიმაღლე 186 სანტიმეტრია და ძლიერი ჩაწოდებით გამოირჩევა, აშკარა ფავორიტი იყო და მარიამს მატჩში, რომელიც 1 საათი და 8 წუთი გაგრძელდა, ორ სეტში მოუგო.

ტურნირზე აქამდე ბოლქვაძემ ჰიზერ უოტსონი (101) 6:4, 6:2, სამხრეთკორეელი ნა-ლაე ჰანი (163) 2:6, 6:2, 7:5,  ჩინელი შილინ ქსუ (215) 6:4, 2:6, 6:4 და ამერიკელი ბერნარდა პერა (65) 6:3, 5:7, 6:4 დაამარცხა.

ბოლქვაძე
2018 წლის მარტში რეიტინგში 569-ე ადგილზე იყო, შემდეგ ტრავმის გამო ნახევარი წელიწადი გაუცდა და ახლა 151-ე პოზიციაზეა, რაც უდავო წარმატებაა. გაგრძელებას ველით. უთუოდ!

altმარიამ ბოლქვაძე WTA-ს საიტის პირველ გვერდზე - "ის არსაიდან მოვიდა და დიდი სცენისთვის მზად არის"
მკითხველის კომენტარები / 19 /
რა გასაკვირია?! მსოფლიოს მესამე ჩოგანთან ვინ არ დამარცხებულა: გინდა ქალებში და გინდა კაცებში! თანაც პირველი გამოსვლა იყო ამხელა სტადიონზე: ღელვა, გამოუცდელობა!.. მარიამს ყველაფერი წინა აქვს და ბევრჯერ გაგვახარებს! შემომიერთდით, ვისაც გვსურს, რომ დიდი წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ლამაზ მარიამს!!!
1
მაგარი გოგო ხარ, წინსვლა და წარმატებებიც იქნება, გვიგულე შენს გვერდით
0

სიახლეები პოპულარული