28 აგვისტოს, ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში 21 წლის მარიამ ბოლქვაძე (151) მსოფლიოს მესამე ჩოგანთან, ჩეხ კაროლინა პლიშკოვასთან 1:6, 4:6 დამარცხდა.
27 წლის პლიშკოვა, რომლის სიმაღლე 186 სანტიმეტრია და ძლიერი ჩაწოდებით გამოირჩევა, აშკარა ფავორიტი იყო და მარიამს მატჩში, რომელიც 1 საათი და 8 წუთი გაგრძელდა, ორ სეტში მოუგო.
ტურნირზე აქამდე ბოლქვაძემ ჰიზერ უოტსონი (101) 6:4, 6:2, სამხრეთკორეელი ნა-ლაე ჰანი (163) 2:6, 6:2, 7:5, ჩინელი შილინ ქსუ (215) 6:4, 2:6, 6:4 და ამერიკელი ბერნარდა პერა (65) 6:3, 5:7, 6:4 დაამარცხა.
ბოლქვაძე 2018 წლის მარტში რეიტინგში 569-ე ადგილზე იყო, შემდეგ ტრავმის გამო ნახევარი წელიწადი გაუცდა და ახლა 151-ე პოზიციაზეა, რაც უდავო წარმატებაა. გაგრძელებას ველით. უთუოდ!
მარიამ ბოლქვაძე WTA-ს საიტის პირველ გვერდზე - "ის არსაიდან მოვიდა და დიდი სცენისთვის მზად არის"
დიდ მადლობას იმისთვის, რაც შენ გააკეთე. ჩვენს თვალში უკვე ჩემპიონი ხარ.
გამარჯვებები კი წინ გელის. შენს ქართველობას, ქართულ
ჯიგარს და ქალობას გაუმარჯოს!!!