1. აკი ბაშოს მე-4 საშეჯიბრო დღეს ქართველმა სუმოისტებმა მარცხი განიცადეს. გაგამარუ იჩიამამოტოსთან დამარცხა, ხოლო ტოჩინოშინს თმაზე მოქაჩვის გამო აბისთან წაგება ჩაუთვალეს.
2. იაპონიაში მოსალოდნელმა სტიქიამ, შესაძლოა, საფრთხე "ბორჯღალოსნების" თამაშსაც შეუქმნას.
3. Ultimaterugby-მ ქართველი "ფულბექი" სოსო მათიაშვილი კვირის სიმბოლურში შეიყვანა.
4. ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ფასი 3 მლნ ლარზე მეტით გაიზარდა, ხვიჩა კვარაცხელიას - თითქმის 2 მილიონით.
5. ქუთაისის მერიის წინ "ტორპედოს" გულშემატკივრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
6. ცნობილი გახდა საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის.
7. უდიდესი სენსაცია მოხდა კალათბურთის მიმდინარე მსოფლიო
ჩემპიონატზე - საფრანგეთმა შეჯიბრებას აშშ გამოთიშა. მეორე 1/4-ფინალში ავსტრალიამ ჩეხეთს მოუგო - 82:70.
8. "ბარსელონას" ფეხბურთელს 2 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
9. "ვალენსიას" მწვრთნელი მარსელინიო გადააყენეს და მის ნაცვლად ბარსელონას" და "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი დანიშნეს.
10. თავის გამოსამშვიდობებელ მატჩში ვენსან კომპანიმ ვერ ითამაშა.
11. ცნობილი გახდა მესამე ევროტურნირის დასახელება და ფორმატი. ის სტარტს 2021 წელს აიღებს.
12. შოთა არველაძე რაფაელ ვან დერ ვაარტის გამოსამშვიდობებელ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.
13. 10 სექტემბერს გავრცელებული ცნობა, რომ მიხაილ შუმახერი კომაში არაა, ახალი ამბავი არ არის, თუმცა ამას არავინ ადასტურებდა. ხოლო გუშინ იმ კლინიკის მედდამ, რომელშიც მკურნალობას შუმახერი გადის, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გერმანელი კომაში არ იმყოფება. ამის შესახებ ჯერ კიდევ 2014 წელს წერდა იტალიური Autosprint-ი. მათ მიხედვით, შუმახერი ოჯახის წევრებთან საუბარზე რეაგირებდა და შვილებთან დიალოგის დროს ზოგჯერ ცრემლებსაც ვერ იკავებდა. მსგავსი სტატია 2018 წლის 17 დეკემბერს Daily Mail-მაც გამოაქვეყნა.