ფედერერი და ნადალი ერთ გუნდში - ჩოგბურთში ლავერის პრესტიჟული თასი იწყება

AutoSharing Option
ხვალ, 20 სექტემბერს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში სტარტს აიღებს ლავერის თასი, რომელიც უკვე მე-3 წელია იმართება და თავს მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელები იყრიან. ლავერის თასი ამხანაგური ტურნირია და იქ მოქმედ ჩოგბურთელებთან ერთად მსოფლიო ჩოგბურთის სხვა ვარსკვლავებიც იღებენ მონაწილეობას.

წელს ევროპის გუნდის კაპიტანი ჩოგბურთის შვედი ლეგენდა ბიორნ ბორგია, რომელსაც 11 დიდი სლემი აქვს მოგებული. ბიორნის ევროპის გუნდში როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, საშა ზვერევი, დომინიკ ტიმი, სტეფანოს ციციპასი და ფაბიო ფონინი არიან. მსოფლიო გუნდის კაპიტანი ასევე ჩოგბურთის ლეგენდა, ამერიკელი ჯონ მაკენროი არის. მაკენროიმ მსოფლიოს
გუნდში, ძირითადად, ამერიკელი ჩოგბურთელები შეკრიბა - ჯონ ისნერი, ტეილორ ფრიცი, ჯეკ სოკი, მილოში. მათ გარდა, ორი კანადელი - მილოშ რაონიჩი, დენის შაპოვალოვი და ავსტრალიელი ნიკ კირიოსი მოხვდნენ მსოფლიოს გუნდში.

ჩოგბურთელები სულ 12 შეხვედრას ჩაატარებენ. აქედან 9 ინდივიდუალური დაპირისპირება იქნება, 3 კი - წყვილებში. მატჩის შემდეგ ქულები სეტების სხვაობის მიხედვით განაწილდება (ანუ სეტებში 2:0 გამარჯვება 2 ქულას უდრის).

შარშან შეჯიბრება რაფაელ ნადალმა გამოტოვა ტრავმის გამო. წელს იმავე მიზეზით ნოვაკ ჯოკოვიჩი ვერ თამაშობს. აღსანიშნავია, რომ შარშანდელი შეჯიბრება ევროპის გუნდმა მოიგო 13:8.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული