ეკა გორგოძემ სენ მალოს ტურნირიც მოიგო

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკა გორგოძემ საფრანგეთის სენ მალოს 60-ათასიან ტურნირზე წყვილებში იმარჯვა.

გორგოძემ ბელგიის სახელით მოასპარეზე უკრაინელ მარინა ზანევსკასთან ერთად ითამაშა, სადაც მასის და ლორკას ესპანურ დუეტს, რუმინელ ბარას და ლუქსემბურგელ მინელას, ესპანელებს გერერო ალვარესსა და დე რეალესს სძლიეს, ფინალში კი ბოლშოვასა და ზადოინოვა-მრდეზას ესპანურ-ხორვატულ დუეტს მოუგეს.

შეგახსენებთ, 15 სექტემბერს გორგოძემ ჩეხეთში ფრიდეკ მისტეკის 25-ათასიანი ტურნირი მოიგო.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული