ეკა გორგოძემ ვალენსიის ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო

AutoSharing Option
ვალენსიაში საჩოგბურთო ტურნირი დაიწყო, რომლის საპრიზო ფონდი 60 ათასი დოლარია და პირველ წრეში ეკა გორგოძემ (217) იმარჯვა.

გორგოძემ რუსი ვალენტინა ივახნენკო 6:3, 6:2 დაამარცხა და 26 სექტემბერს, მერვედფინალში იტალიელ მარტინა ტრევიზანს შეხვდება, რომელმაც ავსტრიელ ბარბარა ჰაასს 7:5, 6:0 სძლია.

სექტემბერში გორგოძემ  ჩეხეთში ფრიდეკ მისტეკის და საფრანგეთში სენ მალოს (წყვილებში) ტურნირები მოიგო.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული