რუსმა ჩოგბურთელმა, 23 წლის დანილ მედვედევმა შანხაის მასტერსის ფინალში გერმანელი ალეკსანდრ ზვერევი ორ სეტში დაამარცხა (6:4, 6:1) და სეზონში მეორე მასტერსის მოგება მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ მედვედევმა 5 დაპირისპირებიდან პირველად მოახერხა ზვერევის დამარცხება და ამისათვის მას 73 წუთი დასჭირდა. მედვედევისთვის აღნიშნული მასტერსი სეზონში მეორე გამოდგა ცინცინატის მასტერსის შემდეგ, თუმცა ამას გარდა, ამერიკის ღია ჩემპიონატში რაფაელ ნადალთან 5 სეტში დამარცხების შემდეგ 2 ტურნირი ისე მოიგო, რომ სეტიც კი არ წაუგია. პირველი სანკტ პეტერბურგის ტურნირი იყო, მეორე კი ხსენებული შანხაის მასტერსი.
დანილ მედვედევი
2007 წლის შემდეგ დიდი 4-ეულის მიღმა მყოფი პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც 1 კალენდარულ წრეში 2 მასტერსი მოიგო. ბოლოს ეს დავიდ ნალბანდიანმა გააკეთა.
გარდა ამისა, მსოფლიოს მე-4 ჩოგანი დანილ მედვედევი განახლებული რეიტინგში 5875 ქულას დააგროვებს და როჯერ ფედერერთან ჩამორჩენას მხოლოდ 115 ქულამდე შეამცირებს.