ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი სპორტსმენების უიმბლდონიდან მოხსნას გამოეხმაურა

AutoSharing Option
ჩოგბურთში 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანმა, ამერიკელმა მერდი ფიშმა, 2022 წლის უიმბლდონის ტურნირზე რუსი და ბელორუსი სპორტსმენების მოხსნაზე ისაუბრა:

"კაცების ჩოგბურთში ველური დრო დადგა. ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე არ დაუშვეს იმის გამო, რომ ვაქცინაცია არ ჰქონდა ჩატარებული; მედვედევი უიმბლდონის ტურნირიდან საკუთარი ეროვნების გამო მოხსნეს" - წერს მერდი.

შეგახსენებთ, განცხადება ნოვაკმაც გააკეთა და გარკვეულწილად რუსი და ბელორუსი სპორტსმენები დაიცვა.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
რუსები ყველა საერთაშორისო დონეზე უნდა მოკვეთო.სპორტი მშვიდობაა.ხოლო სადაც რუსეთია იქ არ იქნება მშვიდობა. მთელმა მსოფლიომ იცის მათი ველურობის ამბავი უკრაინაში.
ჯუჯი
04:07 22-04-2022
3
ვერ ვიგებ რატომ ურევენ ერთმანეთში სპორტსა და პოლიტიკას!??...აა აქაც კუნთების თამაშია არა?...
კობა
22:23 21-04-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული