ბასილაშვილი დანილ მედვედევთან დამარცხდა

AutoSharing Option
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში 500-ქულიანი ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი დანილ მედვედევს დაუპირისპირდა და 2:6 2:6 დამარცხდა.

ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ "ბასილას" ფიზიკური, ტექნიკური თუ ემოციური კონდიციების გათვალისწინებით, მსგავსი კალიბრის მეტოქესთან გამარჯვების დაგეგმვა არარეალური იქნებოდა (ამ მომენტისთვის, თორემ ფორმაში მყოფ ნიკოლოზს ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეუძლია).

ბასილაშვილის მოწინააღმდეგე უკანა ხაზზე ბევრად სტაბილურად გამოიყურებოდა და ნაკლებ შეცდომასაც უშვებდა, რამაც საბოლოოდ, მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მატჩის მსვლელობისას ორგანიზატორებმა არასასიამოვნო შეცდომა დაუშვეს, კერძოდ, ჩოგბურთელის გამამხნეველ ტაბლოზე რუსული წიდადადება ქართული ასოებით დაწერეს - "დავაი ნიკოლოზ".

მომდევნო
წრეში მედვედევს დომინიკ ტიმი ელოდება, რომელმაც თავის მხრივ, ტომი პოლი 2:6 7:6 7:6 დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ნიკოლოზ! ერთ რჩევას მოგცემ,დაწერე ქართულად შენ ინსტაგრამზე, ასე მაგალითს ტურნირის ორგანიზატორებსაც მისცემ თან ქართულ დამწერლობასაც გაუწევ პოპულარიზაციას,ბევრი უცხოელი გამომწერი ხომ გყავს!!!!
გიორგი
14:41 27-10-2022
0
ნიკოლოზ!#წერექართულად!!!!
საბა
12:51 27-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული