გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2022 წლის უიმბლდონის ტურნირზე რუს და ბელორუს სპორტსმენებს არ დაუშვებენ.
უიმბლდონის პრესსამსახურის გვერდზე კომენტარები არ ჩერდება, სადაც რუს სპორტსმენებს თანადგომას უცხადებენ.
"არ შეეხოთ მედვედევს, იფიქრეთ რაციოანალურად, თქვენ გონიერი ადამიანები ხართ";
"სამართალი მედვედევისთვის";
"მორჩით რუსების მიმართ სიძულვილს";
"სირცხვილი თქვენ";
"რუსი სპორტსმენები პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არიან. ზოგადად ათლეტი რა შუაშია, როდესაც მისი ქვეყნის მთავრობა რაღაცას აკეთებს? განაცალკევეთ სპორტი პოლიტიკისგან. თუ მართლა ასე ინტერესდებით, რატომ არ ხსნით ისრაელის წარმომადგენლებს? დისკრიმინაცია?"
"სირცხვილი, სირცხვილი და სირცხვილი".
შეგახსენებთ, განცხადება ნოვაკ ჯოკოვიჩმაც
გააკეთა და ღიად თქვა, რომ ყველაზე პრესტიჟული ტურნირის წარმომადგენლებს მსგავს გადაწყვეტილებაში ვერ დაეთანხმება.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით