დაკარგავს ფედერერი ადგილს ტოპ 3-ში? მედვედევმა შანხაიში გაიმარჯვა და შვეიცარიელს მიუახლოვდა

AutoSharing Option
რუსმა ჩოგბურთელმა, 23 წლის დანილ მედვედევმა შანხაის მასტერსის ფინალში გერმანელი ალეკსანდრ ზვერევი ორ სეტში დაამარცხა (6:4, 6:1) და სეზონში მეორე მასტერსის მოგება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ მედვედევმა 5 დაპირისპირებიდან პირველად მოახერხა ზვერევის დამარცხება და ამისათვის მას 73 წუთი დასჭირდა. მედვედევისთვის აღნიშნული მასტერსი სეზონში მეორე გამოდგა ცინცინატის მასტერსის შემდეგ, თუმცა ამას გარდა, ამერიკის ღია ჩემპიონატში რაფაელ ნადალთან 5 სეტში დამარცხების შემდეგ 2 ტურნირი ისე მოიგო, რომ სეტიც კი არ წაუგია. პირველი სანკტ პეტერბურგის ტურნირი იყო, მეორე კი ხსენებული შანხაის მასტერსი.

დანილ მედვედევი
2007 წლის შემდეგ დიდი 4-ეულის მიღმა მყოფი პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც 1 კალენდარულ წრეში 2 მასტერსი მოიგო. ბოლოს ეს დავიდ ნალბანდიანმა გააკეთა.

გარდა ამისა, მსოფლიოს მე-4 ჩოგანი დანილ მედვედევი განახლებული რეიტინგში 5875 ქულას დააგროვებს და როჯერ ფედერერთან ჩამორჩენას მხოლოდ 115 ქულამდე შეამცირებს.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი პროგრესი, როგორც მედვედევს აქვს წარმოუდგენელია!!! კორტზე დაფრინავს!!! ეს არის კოლოსალური და სწორი მუშაობის შედეგი!!! დადგა სამეულის ჩაჩოჩების დრო!!! ნიკა თუ ოპერაციის შემდეგ შეძლებს ჩაწოდების სტაბილურად დაყენებას , დიდი ალბათობით ათეულში შევა!!!
დათო
21:49 14-10-2019
0

სიახლეები პოპულარული