საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ზე გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟთა ეროვნული ნაკრები ATP CUP-ზე მონაწილეობის მისაღებად ავსტრალიის ქალაქ პერტში გაემგზავრა.

ნაკრების შემადგენლობაში არიან: ნიკოლოზ ბასილაშვილი, სანდრო მეტრეველი, გიორგი ცივაძე, ალექსანდრე ბაკში და ზურა ტყემალაძე. საქართველოს ნაკრების გუნდის კაპიტანი დავით კვერნაძეა.

2020 წლის 4 იანვარს საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის ნაკრებს ჩვენი დროით 13:30 საათზე დაუპირისპირდება.

6 იანვარს იაპონიას დილის 06:00 საათზე ეთამაშება, ხოლო 8 იანვარს ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ 13:30 საათზე ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ბიჭებო
გიორგი
15:50 30-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული