დღეს, 3 იანვარს, ისტორიაში პირველად, ჩოგბურთში ვიდეოგამეორების სისტემა ბელგიელმა ჩოგბურთელმა დავიდ გოფინმა გამოიყენა.
მოლდოველ რადუ ალბოტთან გამართულ შეხვედრაში გოფინმა გადაამოწმა ხაზის მსაჯის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ბელგიელმა ჩაწოდებისას ფეხი თეთრ ზოლს დაადგა.
ვიდეოგამეორებამ აჩვენა, რომ არბიტრი მართალი იყო და გოფინი თამაშში მეორე მოწოდებით შევიდა.