VAR-ის დებიუტი ეროვნულ ლიგაში და გაძევება - ბათუმელებმა 9-ქულიანი უპირატესობა გაანიავეს [PHOTO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 29-ე ტურში თბილისის "დინამომ" საკუთარ მოედანზე ბათუმის "დინამო" (1:0) დაამარცხა და გალიდერდა. არადა, ევროტურნირებზე შემდეგ, ბათუმელთა უპირატესობა 9 ქულას შეადგენდა, თუმცა ლიდერების წასვლამ გია გეგუჩაძის გუნდი ძალიან დაასუსტა. შეხვედრა ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა, საქართველოში პირველად კი VAR-ის ვიდეოგამეორების სისტემა გამოიყენეს.

Sportall.Ge

შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, ფიფას პირველი კატეგორიის მსაჯმა, ირაკლი კვირიკაშვილმა VAR-ის მეშვეობით თბილისელთა განელი შემტევის, ბარნ ოსეის უხეშობა გადაამოწმა და მას ყვითელი ბარათი (გაფრთხილება) გაძევებით შეუცვალა.

ეროვნული ლიგის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი, გიორგი ჭიაბრიშვილის "დინამო" კი ჩემპიონატს 2 ქულით ლიდერობს.

alt

თბილისის "დინამომ" ბათუმის "დინამოს" სხირტლაძის გოლით სძლია და გალიდერდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგი სანახავი იყო არბიტრი, ძლივს რომ სუნთქავდა და გაუტკბა ვართან, თითქოს სერიალს უყურებდა ეკრანზე;)
ნერაძური
12:25 13-10-2022
0
ბათუმი მაგარი მაფიოზების ხელშია
svani
01:10 08-10-2022
3

სიახლეები პოპულარული