რაფაელ ნადალი: ისეთი მოთამაშის დამარცხება, როგორიც ბასილაშვილია, მთელი სეზონი დადებითად გამყვება

AutoSharing Option
ესპანეთის საჩოგბურთო გუნდისა და მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ესპანელთა კაპიტან ფრანცისკო როიგისთან ერთად საქართველოს ნაკრების დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"გამარჯვება ძალიან პოზიტიური იყო, როგორც ჩემთვის, ისე გუნდისათვის. 3:0 გავიმარჯვეთ და ეს კარგი იყო.

ჩემთვისაც, პერსონალურად კარგი დღე გამოვიდა. შეხვედრას ვაკონტროლებდი, ძალიან კარგი სტარტი გამომივიდა.

6:3-ის მერე 5:2-ს ვიგებდი ისეთი კარგი მოთამაშის წინააღმდეგ, როგორიც ნიკოლოზია. ამის შემდეგ მან რამდენიმე კარგი გეიმი ჩაატარა, მე შეცდომები დავუშვი
და შეხვედრაც უფრო რთული გახდა.

ეს წლის პირველი მატჩი იყო, კარგი რიტმი და პოზიტიური შედეგი ძალიან დამეხმარება.

თამაშით კმაყოფილი ვარ, პირველი შეხვედრაში ასეთ რიტმში, ისეთი კარგი მოთამაშის დამარცხება, როგორიც ნიკოლოზია, მთელი სეზონის მანძილზე დადებითად გამყვება,"- თქვა რაფაელ ნადალმა

საქებარი სიტყვები არც ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა დაიშურა:

"ძალიან კარგი დღე გამოვიდა, 3:0 მოვიგეთ და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

რობერტოს, მიუხედავად ანგარიშისა, ადვილი შეხვედრა ნამდვილად არ ჰქონია. მართალია, ლამაზი ქულები მოიპოვა, თუმცა არც შეცდომები აკლდა.

ამის შემდეგ რაფას 6:3, 6:2 შეეძლო მოეგო ისეთი რთული მოწინააღმდეგისათვის, როგორიც ნიკოლოზ ბასილაშვილია. ის ყოველთვის "კლავს ბურთს", თუმცა რაფა პირველი 6 გეიმის შემდეგ თამაშს აკონტროლებდა.

ნუ, დღის ბოლოს 3:0 გამარჯვებით ძალიან ბედნიერები ვართ,"- აღნიშნა ფრანცისკო როიგმა. 

altATP CUP: ნიკოლოზ ბასილაშვილმა რაფაელ ნადალთან იბრძოლა, მაგრამ დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
"ნუ"-ს აუცილებლად იტყოდა ფრანცისკო!
Leonti
13:07 05-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული