როჯერ გაიღვიძე - ბანკის ელჩ ფედერერს გარემოსდამცველებმა შეუტიეს

AutoSharing Option
მსოფლიოს მესამე ჩოგან როჯერ ფედერერს გარემოსდამცველებმა შეუტიეს და ინტერნეტ აქცია წამოიწყეს დასახელებით - "Rogerwakeupnow" (როჯერ ახლა მაინც გაიღვიძე), რითიც ეწინააღმდეგებიან შვეიცარულ ბანკ "Credit Suisse", რომლის ელიჩიც გახლავთ ჩოგბურთელი.

ეკო აქტივისტები აპროტესტებენ ბანკის მიერ წიაღისეულის მოპოვების ინდუსტრიაში ინვესტიციების ჩადებას. აღნიშნული პროცესები უდიდეს ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს გარემოზე.

ფედერერს, რომელიც საჯარო ფიგურაა და მსოფლიო საზოგადოებაში არსებული პოზიტიური ტენდენციების უარყოფა "არ შეუძლია", აღნიშნულ აქციაზე პასუხის გაცემა მოუწია.

"კლიმტის ცვლილებებით გამოწვეულ საფრთხეებს სერიოზულად აღვიქვამ, თან იმის ფონზე, რომ ავსტრალიაში ხანძრების დროს ოჯახთან ერთად მივდივარ. როგორც
4 შვილის მამა და უნივერსალური განათლების მხარდამჭერი, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედი ახალგაზრდებით აღფრთოვანებული ვარ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ახალგაზრდებს. მათ გვაიძულეს ჩვენი დამოკიდებულებები გადაგვეხედა და პრობლების გადაჭრის ინოვაციური გზების ძიება დაგვეწყო. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვუსმინოთ მათ,"- განაცხადა როჯერმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული