Australian Open: ნიკოლოზ ბასილაშვილი ვერდასკოსთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
მსოფლიოს 29-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მეორე წრეში ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს (51) დაუპირისპირდა და 4 სეტში დამარცხდა - 6:4, 6:7, 4:6, 4:6.

ნიკოლოზმა ესპანელ მეტოქეს, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს მე-7 ჩოგანი იყო და ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალშიც უთამაშია (2009 წ.), პირველ სეტში 6:4 სძლია.

მეორე სეტის მესამე გეიმში ბასილაშვილი ბრეიკით დაწინაურდა, თუმცა მე-6 გეიმში საკუთარი მოწოდება წააგო და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა. ტაიბრეიკზე ყველაფერი ლოგიკურად მიდიოდა, ჩოგბურთელები საკუთარ მოწოდებებს იგებდნენ, 5:5-ზე კი ნიკოლოზმა საკუთარი მოწოდება დათმო და მომდევნო გათამაშებაში
ვერდასკომ სეტი მოიგო - 7:6.

მესამე სეტის მესამე გეიმი ბასილაშვილმა საკუთარ მოწოდებაზე წააგო. ამის შემდეგ ჩოგბურთელები საკუთარ გეიმებს მშვიდად იგებდნენ. 4:5-ზე, როცა ვერდასკო სეტზე აწვდიდა, ნიკოლოზს ბრეიკპოინტი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა და სეტი დათმო - 4:6.

მეოთხე სეტის მეორე გეიმში ქართველმა ჩოგბურთელმა 2 ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი საკუთარი მოწოდება წააგო. მართალია, მე-6 გეიმში ბრეიკით წონასწორობა აღადგინა, თუმცა მომდევნო გეიმი საკუთარ მოწოდებაზე წააგო. 4:5-ზე კი სამმაგი ბრეიკპოინტი ჰქონდა, თუმცა ვერდასკომ 0:40-დან ამოუქაჩა ბასილაშვილს. ამის შემდეგ მატჩპოინტი იყო, თანაბარი, მერე ისევ ბრეიკპოინტი და საბოლოოდ ესპანელმა მოიგო - 6:4.

ნიკოლოზმა ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მეორე წრეში გასვლით 128 000 დოლარი გამოიმუშავა, 45 სარეიტინგო ქულა კი დაკარგა, რადგან შარშანდელ გათამაშებაში ნაჩვენები შედეგი (მე-3 წრე) ვეღარ გაიმეორა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
აი იმ სიმღერის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ,
"სულ ქვევით-ქვევით, დაბლა და დაბლაააა!"
სიმართლე
18:05 23-01-2020
11
ძალიან მეწყინა !!! მაგრამ ვფიქრობ, რომ არსებობს ობიქტური მიზეზი!!! ერთი თვის წინ ნიკამ გაიკეთა ოპერაცია ხელზე, რომელიც წინა ხეზონშიც აწუხებდა!!! ერთი თვის წინ ქირურგიული ჩარევა ალბათ ხვდებით რასაც ნიშნავს!!! რეაბილოტაცია, ხელის არ დატვირთვა!!! იქნებ ამაშია მიზეზი!!! ჩვენზე უკეთესად იცის ნიკამ და მისმ გუნდმა როგორ დატვირთო ხელი!!! ასე,რომ ნიკას ჩვენზე უფრო უნდა გამარჯვება, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ შესწევს!!! დროის ფაქტორია და ნიკა ისევ გააგრძელბს მოგებების სერიას!!! წარმატებები ნიკას!!! პ.ს. წაიკითხეთ ცონგაზე, რმელმაც ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება, ამბობს რომ არ მიქცია ხერხემლის ტკივლს ყურადღება და ახლ შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს!!!
დათო
17:21 23-01-2020
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული