საქართველოს პირველი და მსოფლიოს 28-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ორშაბათი, 24 თებერვლიდან დუბაის ტურნირში ჩაერთვება.
ნიკოლოზს აღნიშნულ შეჯიბრზე 90 ქულა აქვს დასაცავი, რადგან შარშანდელ გათამაშებაში 1/4-ფინალში მოახერხა გასვლა. ბასილაშვილმა ჯერ კარენ ხაჩანოვი დაამარცხა 2 სეტში - 6:4, 6:1, შემდეგ კი რობერტო ბაუტისტა აგუტს 3 სეტში აჯობა - 6:7, 6:4, 6:3. მეოთხედფინალში კი, სამწუხაროდ სერბ ლაზლო ჯერესთან დამარცხდა 3 სეტში - 6:4, 2:6, 6:7, არა და როჯერ ფედერერი 1 ნაბიჯში იყო...
შეჯიბრის ბადე ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ტოპ ჩოგბურთელები დუბაის არც წელს აკლია.
პირველი ნომერი და მთავარი ფავორიტი ნოვაკ ჯოკოვიჩი გახლავთ. ასევე გამოვლენ სტეფანოს ციციპასი, გაელ მონფილსი, ფაბიო ფონინი, რობერტო ბაუტისტა აგუტი, ანდრეი რუბლიოვი, კარენ ხაჩანოვი, ბენუა პერი.
დუბაის ტურნირი 500-იანთა კატეგორიაში გადის. გამარჯებული 500 სარეიტინგო ქულასთან ერთად 565,705 ამერიკულ დოლარსაც მიიღებს.