კორონავირუსით პირველი ჩოგბურთელი დაინფიცირდა

AutoSharing Option
ბრაზილიელი ჩოგბურთელი ტიაგო სეიბოტ უაილდი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ მან "თვითერის" საშუალებით განაცხადა.

"უკანასკნელი ერთი კვირა თვითიზოლაციაში გავატარე. მივყვებოდი ექიმის რეკომენდაციებს, ვზრუნავდი საკუთარ თავზე. მინდა ყველას შევახსენო - დარჩით სახლში და იზრუნეთ ახლობლებზე. მხოლოდ ასე შეგვიძლია ვირუსის გავრცელებისათვის ხელის შეშლა," - თქვა უაილდმა.

თებერვალში ტიაგომ მისი პირველი ATP ტიტული სანტიაგოში მოიგო.







მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული