რაფაელ ნადალის ბიძა და მისი ყოფილი მწვრთნელი ტონი ნადალი თვლის, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი არა მისი ძმისშვილი, არამედ შვეიცარიელი როჯერ ფედერერია.
"ფედერერი ბრწყინვალე ჩოგბურთელია. ძალიან მომწონს მისი თამაშისათვის თვალის მიდევნება. რაფას ბიძა და მწვრთნელი რომ არ ვყოფილიყავი, როჯერს იმ იმედით ვუგულშემატკივრებდი, რომ ყველა შეხვედრას მოიგებდა. მის თამაშში ეფექტურობა მომწონს, თუმცა, ამავე დროს, ფედერერი ეფექტიანიც არის.
ეჭვგარეშეა, ფედერერი ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელია. მისი შედარება მხოლოდ როდ ლეივერსა და რაფაელთან შეიძლება. რაფა მას მცირედით ჩამორჩება. თუმცა ჯერჯერობით მაინც როჯერი ლიდერობს", -
უთხრა ნადალმა Yahoo Sports-ს.