შოთა არველაძემ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

AutoSharing Option
"ფახთაქორის" მწვრთნელმა შოთა არველაძემ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელსაც ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს, მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ - განსაკუთრებით, ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო", - წერს შოთა არველაძე თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

altბასილაშვილი: არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც

ნამდვილად არ ყოფილა, სიმართლეს სასამართლოში აუცილებლად დავამტკიცებ

altნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

altბასილაშვილი დაკავებულია - სასამართლომ 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

მკითხველის კომენტარები / 7 /
მიშა მაგარია!!!
ბათუმის ფანი
27 მაისი 2020 19:45
2
შოთი... მეც იგივეს ვფიქრობ... ძიების და სასამართლოს გარეშე მხოლოდ ერთი მხარის ბრალდებით არ შეიძლება კაცის დადანაშაულება!!! ვინ არ უნდა იყოს...
tngh
25 მაისი 2020 12:19
0
ისე რა უცნაურია. ბასილაშვილი კარგი ჩოგბურთელია, რამდენიმეჯერ სიხარული მიანიჭა ქართველ გულშემატკივარს და სწორედ ამის გამო ვუცხადებთ მხარდაჭერას. არადა, სამართლებრივად ჯერაც არაფერია გარკვეული - შეიძლება მართლაც უბრახუნებდა ცოლს.
საპირისპირო სიტუაციაა ჟორიკა რურუას შემთხვევაში. აშკარად იკვეთება, რომ აბსურდული ბრალდებითაა ციხეში, მაგრამ საზოგადოება მხარს არ უჭერს წარსულის გამო. არადა ის წარსული რომ გამოეძიებინათ, ამაზე თავი არავის შეუწუხებია
korben dallas
25 მაისი 2020 00:50
48
რა არის უცნაური?როცა ადამიანზე გაქვს ინფორმაცია,მეტ ნაკლებად უკვე იცი,მისგან რას უნდა ელოდო.რურუას სისხლიანი ხელები აქვს და კანონ დარღვევა არ გაგვიკვირდება,ნიკას ცოლი,მოდელი იყო,ახლა ისევ მოდელობას დაუბრუნდა და მოდელთა უმეტესობა რომ კარგ გათხოვებაზე,ან კიდევ ფულიანზე აკიდებას ცდილობს,ესეც ყველასათვისაა ცნობილი.ნიკა რომ ცნობილი სპორტსმენია და სკანდალები არაფერში სჭირდება,არც მისგან,მოქმედი სპორტსმენისაგან სიმთვრალეა მოსალოდნელი.ესეც ხომ ცხადია.აშკარად ფულის წართმევაზე გათვლილი,წინასწარ განზრახული და მომზადებული პროვოკაციაა.აქ წაიცდინა თუ ვერა ნიკა,ან მისი მშობლები,ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.სკანდალი ააგორა და ახლა მისი ჩაფარცხვისათვის,ფულის წართმევას ეცდება.ისიც ცხადია,რომ მისი ადვოკატიც არ იქნება ამ საქმეში მთლად სუფთა,კარგა მოზრდილი ლუკმის იმედი ექნება მასაც.შესაძლოა დამდგმელიც ის იყოს
სოსო
25 მაისი 2020 14:41
3
პოლიტიკოსები(განსაკუთრებით ნაცები) გადაშენდით რა სპორტული საიტებიდან.აქ მაინც დაგვანებეთ თავი.
:-)
25 მაისი 2020 09:30
7
ყველა გამოხმაურება
გაიხარე შოთა, დიდი ადამინი ხარ!
გუჯა
25 მაისი 2020 00:30
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული