"ჯოკოვიჩმა მსაჯს მოარტყა და ტრავმა მიაყენა. ეს ფაქტია. ჩემთვის მთავარი იყო იმის ზუსტად გაგება, რაც მოხდა. სუპერვაიზერმა და კოშკურის მსაჯმა ყველაფერი მომახსენეს. პროტოკოლშივე წერია, რომ მე ნოვაკსაც ვესაუბრე.
ჯოკოვიჩმა მომხდარის საკუთარი ხედვა გამაცნო. თუმცა, ცხადი იყო, რომ მან ბურთი ხაზის მსაჯს კისერში მოარტყა. სწორედ ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება მისი დისკვალიფიკაციის შესახებ.
ჩემთან საუბრისას ნოვაკი
მსაჯმა დააკონკრეტა, რომ ამ შემთხვევაში ვიდეოგამეორება არ გამოიყენება, გადაწყვეტილების მიღებისას კი "კისერში მოხვედრის დროს ბურთის სისწრაფეც" იქნა გათვალისწინებული.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით
ჯოკოვიჩმა ქალ მსაჯს ბურთი გაარტყა და ტურნირიდან მოხსნეს [VIDEO]
არაამერიკელი, მით უმეტეს მართლმადიდებელი სერბის წარმატებები ყველას კი არ უხარია!..
ეგეთი დათვური სამსახურით აღებული ტიტული თვითონ სპორტსმენისთვისაა ცუდი - მთელი ცხოვრება ეჭვი გამოუღრღნის გულს, რადგან მთავარი მეტოქე არ დაუმარცხებია, ის უსამართლო მსაჯებმა დაამარცხეს ანუ მოხსნეს ტურნირიდან!!....