
თანამემამულეების დაპირისპირებაში დანილ მედვედევმა ალექსანდრ რუბლევს შანსი არ მისცა. დანილმა მარტივად, 7:5 6:3 6:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა რაფაელ ნადალსა და სტეფანოს ციციპასს შორის გაიმართა. ესპანელმა ჩოგბურთელმა პირველ ორ სეტში მარტივად, 6:3 6:2 იმარჯვა. მესამე სეტში გულშემატკივრებმა სანახაობრივი თამაში იხილეს. ტაიბრეიკზე დაშვებული შეცდომებით სტეფანოსმა ისარგებლა და მე-3 სეტი 7:6 მოიგო. მეოთხე სეტში უპირატესობა ციციპასმა ხელთ იგდო და საბოლოოდ, იმარჯვა კიდეც. ბოლო 2 სეტის ანგარიში 6:4 7:5 გახლავთ.

რაც შეეხება ქალთა ტურნირს, WTA-ს პირველი ნომერი ეშლი ბარტი მოულოდნელად 27 ნომერთან, კაროლინა მუჩოვასთან დამარცხდა. ეშლიმ პირველი სეტი მარტივად, 6:1 მოიგო, თუმცა შემდგომ ყველაფერი ავსტრალიელის საპირისპიროდ შეიცვალა და კაროლინამ ზედიზედ ორი სეტი მოიგო. საბოლოო ანგარიში 6:1 3:6 2:6 გახლავთ.

მეორე ნახევარფინალისტი ჯენიფერ ბრედი იქნება, რომელმაც თანამემამულე ჯესიკა პეგულა დაამარცხა. ჯენიფერმა პირველი სეტი 4:6 დათმო, თუმცა შემდეგ გონს მოეგო და 6:2 6:1 იმარჯვა.

კაროლინა მუჩოვა და ჯენიფერ ბრედი ერთმანეთს ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში დაუპირისპირდებიან.