ბასილაშვილმა გაიმარჯვა და 1/4-ფინალში ფედერერს შეხვდება
AutoSharing Option
დოჰას ტურნირის მეორე წრეში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც რეიტინგით 42-ეა, ტუნისელ მალექ ჯაზირს (262) შეხვდა და საკმაოდ იოლად, 6:2; 6:2. დაამარცხა.
ნიკოლოზის შემდეგი მეტოქე შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი (6) იქნება, რომელმაც ბრიტანელ დანიელ ევანსს (28) სძლია (7:6, 3:6, 7:5).
ბასილაშვილისა და ფედერერის დაპირისპირება 11 მარტს ჩატარდება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.