არის - ბასილაშვილმა ფედერერი დაამარცხა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ისტორია დაწერა

დოჰას 250-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა, რომელიც 13-თვიანი პაუზის შემდეგ კორტს დაუბრუნდა. მატჩი საათსა და 51 წუთს გაგრძელდა.

პირველი სეტი ფედერერმა 6:3 მოიგო, მეორე ბასილაშვილმა - 6:1, გადამწყვეტ სეტში კი ნიკოლოზმა 7:5 იმარჯვა.

შეგახსენებთ, ხუთმატჩიანი წაგებათა სერიის შემდეგ ნიკოლოზმა ტურნირზე ავსტრალიელ ჯონ მილმანს (6:4, 6:2) და ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2) სძლია.

12 მარტს, ნახევარფინალში, ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიტცს შეხვდება, რომელიც რეიტინგში 33-ე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 37 /
რა შუაშია აქ სპორტის გარდა ყველაფერი?ქართველი კაცი გავიდა კორტზე და დაამარცხა ჩოგბურთის მესი,რონალდო ერთად აღებული,არ უნდა გაგვიხარდეს?დანარჩენი ის რაც ბასილაშვილს კორტის გარეთ შეეხება იყოს განსჯის თემა,ისიც მაშინ თუ ამ კაცის ბრალეულობა გამოიკვეთა.ამდენი ბოღმის და ჩირქის ნთხევა არ მოგბეზრდფათ?
sake
12 მარტი 2021 13:58
0
უდანაშაულობის პრეზუმცია არ იცის "ე.წ." უფლებადამცველმა?
ზორბეგი
12 მარტი 2021 13:15
0
მეც,ისევე როგორც ყველას,მიყვარს და მიხარია ფედერერის თამაშის ყურება.მართლაც ფანტასტიკურია.ძალიან მიხარია,რომ კვლავ დაბრუნდა და კიდევ დაგვატკბობს.ისიც ცხადია,რომ ამდენ ხნიანი შესვენების შემდეგ,ვერაფრით იქნებოდა კარგ ფორმაში,მაგრამ ხომ ვნახეთ,რომ ოსტატობა არსად წასულა .მიუხედავად ამისა,ნიკამ,რომელსაც თვითონაც დიდი ჩავარდნა ჰქონდა,იპოვა თავში ძალები და დაამარცხა როჯერი.მართლაც ფანტასტიკაა.ვერც დავიჯერებდი,როჯერის დამარცხება,ასე თუ გამიხარდებოდა.ყოჩაღ ნიკა,გილოცავ!დაე ეს ყოფილიყოს, შენი აღორძინების დასაწყისი.ასეც იქნება.
სოსო
12 მარტი 2021 12:49
0
გაიხარე ნიკოლოზ ჩვენი გახარებისთვის! მეგრანტეებო როგორ ხაართ??!
kaxa
12 მარტი 2021 11:32
0
ეს რა ქენი ნიკა.. შენი გამარჯვებით ზოგიერთ მაჯლაჯუნას ისეთი ნევროზული შეტევები დაეწყო მართლა ვეღარ გაარკვევ ზომბია თუ ადამიანი
თბილისი
12 მარტი 2021 11:09
1
გილოცავთ ნიკოლოზ,ძალიან გაგვახარეთ! წარმატებები მომავალშიც!
ბესო
12 მარტი 2021 10:11
0
უხსენებელი სახსრნებელი აღარ არის და ეგენ ამოისუნთქოს ამ ბიჭმა!!!!!!!
irakli
12 მარტი 2021 09:45
1
ვულოცავ მთელ საქართველოს...მადლობა ნიკოლოზს...
romandro
12 მარტი 2021 03:13
0
ნიკა გილოცავ საარაკო გამარჯვებას, იმედია დაძლიე ჩავარდნა და ისეთი ნიკა დაგვიბრუნდი, რომელიც გვაბედნიერებს, ანდრენალინის ოფლს გვადენინებს და სიხარულისგან გულს გვიფართხალებს
თორნიკე
12 მარტი 2021 02:51
0
ბრავო ნიკოლოზ , განსაკუთრებით ბოლო აღებული მომგებიანი ქულა , მოძრაობაზე დაჭერილი ფედერერი . რა ცოტა რამ გვჭირდება , ქართული სპორტის გულშემატკივრებს სიხარულისათვის , სიამაყისათვის და ერთიანობისათვის .
ATP 16
12 მარტი 2021 01:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული