გილოცავთ - ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი დამაჯერებლად მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დოჰას საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 153 560) ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (42) ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი (13) ორ სეტში დაამარცხა. მატჩი საათი და 30 წუთი გაგრძელდა.

პირველი სეტი ნოკოლოზმა მეტოქეს ტაიბრიეკზე მოუგო, მეორე კი - 6:2. აღსანიშნავია, რომ მან წაგებათა 5-მატჩიანი სერიის შემდეგ ზედიზედ ხუთჯერ იმარჯვა და რეიტინგში 5 საფეხურით დაწინაურდება.

შეგახსენებთ, ბასილაშვილი აგუტს მეხუთედ შეხვდა და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - კარიერაში ATP-ის ეგიდის მეოთხე ტურნირი მოიგო და 250 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

აქამდე ტურნირზე ნიკოლოზმა ავსტრალიელ ჯონ მილმანს
(6:4, 6:2), ტუნისელ მალექ ჯაზირს (6:2, 6:2,) შვეიცარიელ როჯერ ფედერერს (3:6, 6:1, 7:5) და ამერიკელ ტეილორ ფრიტცს (7:6, 6:1)) სძლია.

მკითხველის კომენტარები / 42 /
ერთ კვირაში,ადამიანის ასე შეცვლა,წარმოუდგენელია.ასე თავდაჯერებული,500 იან ტურნირებს რომ იგებდა,მაშინაც არ ყოფილა.გილოცავ ნიკა და გილოცავთ,გულშემატკივრებო.ისე მაინც,ნეტავი რა მოხდა?საოცარია.რაგბის არჩევნების შემდეგ,დათრგუნული ვიყავი და სულ მომიხსნა სტრესი.
სოსო
21:59 13-03-2021
2
გილოცავ ნიკუშ გენაცვალეეე, როგორ იმედით ვუყურებდი შენს თამაშს, თავიდან ასე მეგონა ფედერერთან იყო შენი მაქსიმუმი, მერე ფრიცსთან ვირწმუნე შენი დაბრუნების, მაგრამ აგუტს ფავორიტად ვთვლიდი... კიდევ კარგი მხოლოდ მე ვთვლიდი ... შენ ქართველი ერი წელში გამართე!!!
დავითა
21:25 13-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული