ნიკა, მადლობა! - ადამიანი, რომელმაც მეტოქეებზე, საკუთარ თავსა და ლაფის მსროლელებზე გაიმარჯვა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ჩემპიონია. ქართველმა დოჰას ტურნირის ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს შანსი არ დაუტოვა და ორ სეტში, 7:6, 6:2 სძლია.

გზად კი იყო ისტორიული გამარჯვება. მატჩი, რომელიც ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით შევა და არასდროს არავის არ დაავიწყდება.

სახუმარო და ადვილი საქმე ხომ არაა სძლიო როჯერ ფედერერს, რომელიც ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენებში წამყვან ადგილს იკავებს.

ბასილაშვილის დაბრუნება ყველას ძალიან გვიხარია. ურთულესი 2020 წლის შემდეგ ნიკა 2021 წელსაც მძიმედ იწყებს, თუმცა საკუთარ თავში ძალებს პოულობს და საქართველოს კიდევ ერთხელ
ასახელებს.

შეუძლებელია გვერდი აუარო და არ ახსენო ის ნეგატიური ფონი, რომელიც ჩოგბურთელს თავად ქართველებმა შეუქმნეს.

იმ მომენტში, როდესაც სასამართლოს მის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ აქვს გამოტანილი და ნიკას ბრალდება დამტკიცებული არაა, რბილად რომ ვთქვათ, მის მიმართ ასეთი ბინძური კამპანიის აგორება უბრალოდ სირცხვილია.

არასამთავრობო ორგანიზაციები ფედერერთან გამარჯვების შემდეგ ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნას მოითხოვდნენ. შემდეგ ეს ინფორმაცია უფლადამცველმა ბაია პატარაიამ უარყო, თუმცა სპორტსმენის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამტკიცებს, რომ მსგავსი მოთხოვნა დოჰას ტურნირის ორგანიზატორებმა მართლაც მიიღეს.

იმ დროს, როდესაც ქართველი ერი უნდა ხარობდეს ისტორიულ გამარჯვებას, ჩვენი ქვეყნის სახელის გათქმას საერთაშორისო დონეზე, ქვეყანაში ასეთი წარმატების მომტან ადამიანს ლაფს ესვრიან, რაც ძალიან ბინძური საქციელია.

ძალადობას არავინ ამართლებს, ჩვენც ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ჯერჯერობით არანაირი მტკიცება არ არსებობს იმისა, რომ ნიკა მოძალადეა და სასამართლოსაც ეს ვერდიქტი არ გამოუტანია.

რაც შეეხება სპორტულ მხარეს. ბასილაშვილის თამაშების ყურება დოჰაში უბრალოდ სასიხარულო იყო. იჯექი ტელევიზორთან და იღებდი სიამოვნებას ძალიან მაღალი კლასის ჩოგბურთელის ულამაზესი თამაშით და გეამაყებოდა, რომ ის ქართველია.

ნიკას თავის "საფირმო" ფორჰენდი ყველა შეხვედრაში მისდიოდა. ის მეტოქეს მუდმივად ზეწოლის ქვეშ ამყოფებდა, ანერვიულებდა და უბრალოდ შანსს არ უტოვებდა.

ფედერერთან გეიმის მოგებაც კი ბევრი ჩოგბურთელისთვის საოცნებო ამბავია. ბევრი იტყვის, რომ როჯერს დიდი ხანია არ უთამაშია, ის ასაკშია და მარცხიც ამის ბრალი იყო, თუმცა როდესაც კორტზე შენს წინააღმდეგ მსოფლიო სპორტის გენიოსი დგას და შენ ახერხებ იმდენს, რომ მას თამაში შემოუტრიალო, ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ თავადაც დიდი სპორტსმენი და ჩოგბურთში მნიშვნელოვანი პერსონა ხარ.

ბასილაშვილისთვის საქებარი სიტყვები დიდ ჩოგბურთელებს არაერთხელ უთქვამთ. მას ძალიან უხერხული და ძლიერი მეტოქე თვით ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რაფაელ ნადალმაც კი უწოდეს.

ნიკოლოზი არის ადამიანი, რომელმაც თავისი დაუღალავი შრომით, თავისი ფინანსური რესურსებითა და მონდომებით მიაღწია იმ დიდ შედეგს, რომელიც მან უკვე დააფიქსირა.

ძნელია, იპოვნო შენს თავში ძალა, ძნელია იყო შენს თავზე ძლიერი, როდესაც შვილის ნახვის უფლებაც არ გაქვს... ამ დროს სპორტი და ჩოგბურთი შენთვის თითქოს მეორეხარისოვანი ხდება, თუმცა ნიკა პროფესიონალია და მან თავის თავს უთხრა, რომ შეუძლია, მას შეუძლია იყოს ისეთივე ძლიერი, როგორიც ამ საშინელ მომენტებამდე იყო.

დაჯილდოვებისას ბასილაშვილმა შვილს მიმართა და უთხრა, რომ ლუკასი ამ სამყაროში მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია და ძალიან ენატრება. იმედი ვიქონიოთ, რომ მას მალე შვილის ნახვის საშუალება მიეცემა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში თავად განაცხადა, რომ ოცნება აქვს, ტურნირებზე ლუკასთან ერთად იმოგზაუროს.

ნიკოლოზმა კარიერაში მეოთხე ATP ტიტული მოიგო. მას აქამდე ორჯერ ჰამბურგში და ერთხელაც ბეიჯინგში ჰქონდა ჩემპიონობა მოპოვებული.

ახლა ბასილაშვილმაც რეიტინგშიც წაიწია 5 საფეხურით წინ და 37-ე პოზიციას იკავებს, მისი საბანკო ანგარიში კი 69 520 დოლარით შეივსო.

ნიკოლოზი დუბაიში გადაინაცვლებს, სადაც დღეს 500-იანი საკმაოდ პრესტიჟული ტურნირი დაიწყო. მისი მეტოქე 1/16-ფინალში აშშ-ის წარმომადგენელი ტეილორ ფრიცი იქნება, რომელსაც ბასილაშვილმა დოჰას ტურნირზე უკვე სძლია.

ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ნიკოლოზს წარმატებები ვუსურვოთ. ნიკა მადლობა, მადლობა, რომ ნამდვილ ქართველ გულშემატკივარს კიდევ ერთხელ სიამაყით აუვსე გული და ამ მძიმე პერიოდის დროს ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი სიხარული მიანიჭე.

მკითხველის კომენტარები / 29 /
იცით რა, არიან ქალები, რომლებიც ქმრების კარიერას საკუთარ კარიერას სწირავენ და თვითონ ჩრდილში რჩებიან. თუმცა ამ ქალბატონს მგონი შესაწირიც არაფერი ჰქონდა, ყოფილიყო ჭკვიანად და საქართველოსთან ერთად ეხარა ქმრის წარმატებით. სწორედ ეს სჭირდებოდა ქვეყანას მისგან და როგორც ნიკოლოზის სახელია ჩაწერილი ქვეყნის ისტორიაში, ეს ისტორია მის სახელსაც არ დაივიწყებდა. ის კი ბაიას და მისდაგვარ პუწაწკებს აჰყვა და ამ ბრწყინვალე ვარსკვლავის ჩაქრობა მოინდომეს, მაგრამ უფალი მართალ კაცს არ გაწირავს.
ჟორა
00:08 15-03-2021
1
ქალბატონო, ბაია როგორ ხართ?
TanoLife
23:27 14-03-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული