ქალთა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ დოჰას ტურნირზე გამარჯვებულ ნიკოლოზ ბასილაშვილზე თავის "ფეისბუქის" გვერდზე მორიგი პოსტი გამოაქვეყნა:
"ესეც თქვენი სანაქებო კაცი, შვილს (და არა ცოლს, ცოლს უკვე წაართვა) სახლს ართმევს სასამართლოთი და წელიწადნახევარია ალიმენტს არ უხდის ბავშვს. ასევე, სასამართლოთი აქვს აკრძალული შვილთან მიახლოვება - ნეტა რატო?
პ.ს. არაიურისტებისთვის დავამატებ, რომ ალიმენტის არგადახდა ეკონომიკური ძალადობის ფორმაა.
პ.პ.ს. მალე ყველა გაიგებს ვინაა ეგ კაცი სინამდვილეში".
პ.პ.ს. მალე ყველა გაიგებს ვინაა ეგ კაცი სინამდვილეში".
ამას გარდა, მან ანა აბაშიძის პოსტი გააზიარა: "ამას არ დავწერდი ნამდვილად რომ არა ბასილაშვილის ეპატაჟური სიტყვა შვილის შესახებ. მას
შვილისთვის წელიწადნახევარია ალიმენტი არ გადაუხდია. უფრო მეტიც, საკუთარ შვილს სახლს ართმევს სასამართლოს გზით".