გუშინ, 25 აპრილს, ბარსელონას 500-ქულიანი ტურნირი დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ესპანელი რაფაელ ნადალი და ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა 3.40 საათს გაგრძელდა და გამარჯვება რაფაელ ნადალმა მოიპოვა. მიუხედავად მარცხისა, ციციპასმა მართლაც რომ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და კორტზე სული და გული დატოვა...
ნადალი - ციციპასი: 6:4 6:7 7:5
ესპანელმა ლეგენდამ ბარსელონას ტურნირი მეთორმეტედ მოიგო.