ბასილაშვილისა და გომბოსის მატჩი გადაიდო

AutoSharing Option
მიუნხენის 250-ქულიანი ტურნირის ნახევარფინალური მატჩი ნიკოლოზ ბასილაშვილსა და სლოვაკ ნორბერტ გომბოსს (95) შორის პირველი სეტისას წვიმის გამო მაშინ შეწყდა, როდესაც ქართველი ჩოგბურთელი 5:4-ს იგებდა.

მატჩი 1-ელ მაისს გაგრძელდება და გომბოსის ძლევის შემთხვევაში, ნიკოლოზი ნორვეგიელ კასპერ რუუდსა და ავსტრალიელ ჯონ მილმანს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მათი შეხვედრაც წვიმის გამო პირველი სეტის შემდეგ შეწყდა, რომელიც ნორდმა 6:3 მოიგო.

ბასილაშვილმა პირველ წრეში ბრაზილიელი ტიაგო მონტერიო (78) 6:2, 6:3, ხოლო მეორეში კოლუმბიელი დანიელ რივეროსი (114) 6:4, 6:2 დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
... 13:00 არის ჩანიშნული თამაში!!!
დათო
11:46 01-05-2021
0
... გადაიდო თამაში წვიმის გამო, ნიკა იგებს თავის ჩაწოდებაზე 5:4 !!! ასევე გადაიდო მილმანი-კასპერი , პირველი სეტი მოიგო კასპერმა 6:3!!! თამაშები დღეს14:00 არის ჩანიშნული და ამ შეხვედრების გამარჯვებულები, დღესვე ითამაშებენ ნახევარფინალს!!! დღეს ჩატარდება მეორე ნახევარფინალი, სადაც შტრუფი შეხვდება ბელორუს ივაშკოს, რომელმაც დღეს სამ სეტში მოუგო ზვერევს!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
11:40 01-05-2021
1

სიახლეები პოპულარული