ბრწყინვალეა - ბასილაშვილმა მიუნხენის ტურნირი სეტწაუგებლად მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (33) მიუნხენის 250-ქულიანი ტურნირის ფინალში გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს (44) 6:4, 7:6 სძლია და გამარჯვებული გახდა. მას მეტოქის დასამარცხებლად საათი და 28 წუთი დასჭირდა.

პირველი სეტისას, რომელსაც ბასილაშვილი 4:2-ს იგებდა, მატჩი წვიმის გამო შეწყდა, თუმცა შემდეგ გაგრძელდა და ქართველი ჩოგბრურთელი 1:0 დაწინაურდა, მეორე სეტი 7:6 მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ბასილაშვილმა 250 სარეიტინგო ქულა და 21 655 ევრო გამოიმუშავა, ხოლო განახლებულ რეიტინგში მსოფლიოს 29-ე ჩოგანი გახდება.

ის ATP-ის ტურნირზე ფინალში მეშვიდედ გავიდა და ხუთჯერ იმარჯვა - ბოლოს წელს დოჰაში.

ფინალამდე ბასილასვილმა ბრაზილიელი ტიაგო მონტერიო (78), კოლუმბიელი დანიელ რივეროსი (114), სლოვაკი ნორბერტ გომბოსი (95) და ნორვეგიელი კასპერ რუუდი (24) დაამარცხა - ყველა ორ სეტში.

ნიკოლოზი ამის შემდეგ მადრიდის "მასტერსზე" იასპარეზებს, სადაც მისი პირველი მეტოქე ფრანგი ბენუა პერი (35) იქნება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
...ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ქრისტე აღდგა! ყველას გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!!!დიდი მადლობა უფალო, რომ შეეწიე ნიკოლოზს და დაეხმარე გამარჯვებაშო!!! დიდი მადლობა ნიკოლოზ ჩვენი გახარებისათვის!!! ბრწყინვალედ ჩატარებული ტურნირო!!! გილოცავთ ბ- ნო ნოდარ , თქვენს მეუღლესთან ერთად!!! ბედნიერებაა, , როდესაც ერთი შვილი თამაშპბს და მეორე შვილი ტრიბუნიდან გულშემატკივრობს ძმას!!! თენგო გილოცავ და თხოვნა მაქვს, იარე ნიკოლოზთან ერთად ყველა ტურნირზე!!!))) ნიკას ყველა გუკშემატკივარს გილოცავთ ნიკას გამარჯვებას , თან ამ ბრწყინვალე დღეს!!!! ქრისტე აღდგა!!!
დათო
03 მაისი 2021 11:08
0
250 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავაო და ძალიანაც კარგი, მაგრამ საპრიზო თანხის შესახებ წერა სხვის ჯიბეში ფულის თვლას ჰგავს
leo
03 მაისი 2021 13:27
3
ბრავო ნიკოლოზ! კიდევ მრავალჯერ გაგეხარებინოს შენი ქვეყანა.
ვახო
02 მაისი 2021 23:16
0
უხხ შენ გენაცცალე! მაგრად გაახარე მთელი საქართველო, მალე დაგვენახე BMW-თი თბილისის ქუჩებში
ლევანი
02 მაისი 2021 22:36
0
მშვენიერი სააღდგომო საჩუქარი საქართველოს! მადლიერება და წინ ახალი წარმატებები!
ირაკლი
03 მაისი 2021 09:09
0
ბრავო ნიკა!!!!!
Geo
02 მაისი 2021 20:55
0
მაგარია ჩვენი ნიკოლოზი, ტურნირის პირველივე გეიმიდან ეტყობოდა და მჯეროდა, რომ ფორმაში იყო და მოიგებდა. ერთია ხვალ დილით პაირესთან აქვს ჩანიშნული თამაში, დიდი ტურნირი იწყება მადრიდში და როგორ მოახერხებს თამაშს, ძალიან რთულია, გუშინ მარტო თამაშ-ნახევარი ჩაატარა. აშკარაა, თო ფორმაშია და ენერგია აქვს, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. ნიკაა ჩვენი ქვეყნის დროშის ალბათ ყველაზე მთავარი გამტანი მსოფლიოზე და რა სამწუხარო და სამარცხვინოა, რომ გულშემატკივრის არმიასთან ერთად არიან კიდევ არასწორი პიროვნებები. წარმატებები ჩვენს ნიკას!!!
მინდია
02 მაისი 2021 18:03
0
ასე გააგრძელე, წარმატებები.
კოტე ბრეგვაძე
02 მაისი 2021 21:42
0
გენაცვალე, ეგრე გააგრძელე!
ირაკლი
02 მაისი 2021 21:22
0
ყოჩაღ ნიკა! ვამაყობთ შენით! ბევრჯერ, ბევრჯერ მოგველოცოს!!!
ნონა
02 მაისი 2021 19:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული